მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანგელა მერკელი "ლოქდაუნის" გამკაცრებას გეგმავს

5fd0d7498218c
ნათია თაქთაქიშვილი
09.12.20 18:20
933
გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, ქვეყანაში "ლოქდაუნის" გამკაცრება იგეგმება, რადგან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის არსებობის პირობებშიც, 2021 წლის პირველ კვარტალში პანდემია არ დამარცხდება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მერკელი აცხადებს, რომ შობის შემდეგ ქვეყანაში დაიხურება მაღაზიები და სკოლები, კაფე-რესტორებთნ ერთად. აღსანიშნავია, რომ უკვე ექვსი კვირაა, რაც გერმანია ნაწილობრივ "ლოქდაუნშია", თუმცა ნაწილობრივი შეზღუდვებით ვერ ხერხდება კორონავირუსის შემთხვევების შემცირება.

გერმანიის კანცლერის თქმით, 2021 წლის დასაწყისში მოსახლოების დიდი ნაწილის ვაქცინით უზრუნველყოფას ქვეყანა ვერ შეძლებს, შესაბამისად, პანდემიის მხრივ ვითარება დიდად არ შეიცვლება, თუმცა მერკელი იმედს გამოთქვამს, რომ ვაქცინაციის პროცესის დაწყების შემდეგ, covid-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი შემცირდება და სკოლების გახსნაც მოხერხდება.