მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანგელა მერკელი: რთულია, მაგრამ აუცილებელია, შეზღუდვები დაწესდეს

5fb3c9636477c
ნათია თაქთაქიშვილი
17.11.20 17:32
866
გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, კორონავირუსისგან შექმნილი მდგომარეობა "ისევ მწვავე რჩება". მერკელის თქმით, მართალია რთულია, მაგრამ აუცილებელია, მოსახლეობას შეზღუდვები დაუწესდეს. ამის შესახებ CNN წერს.

მისივე განცხადებით, სოციალური ცხოვრების შეზღუდვა დემოკრატიული საზოგადოებისთვის სერიოზული გამოწვევაა, თუმცა მოსახლეობა აღნიშნულ შეზღუდვებს გაგებით უნდა მოეკიდოს.

"კრიზისიდან გამოსვლა რთულია და ეს ჩვენზეა დამოკიდებული. გერმანია წარმატებას მიაღწევს ყურადღებით, შეუპოვრობით, გონივრული ნაბიჯებით და ნდობით”, - განაცხადა მერკელმა.

გერმანიის კანცლერმა, ასევე, ისაუბრა BioNTech-ის და Pfizer-ის ვაქცინაზე, რომლის ეფექტიანობამაც 90% შეადგინა. მერეკელის განცხადებით, ის მსგავს სიახლეებს და პროგრესს მიესალმება.