მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანგელა მერკელი: შეიძლება, გერმანიის მოსახლეობის 70% კორონავირუსით ინფიცირდეს

5e68d9233d29d
BM.GE
11.03.20 16:27
3939
Reuters-ის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დღეს გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ ქვეყნის მოსახლეობის 70%-მდე შეიძლება კორონავირუსით ინფიცირდეს. 

"როდესაც მოსახლეობას არ აქვს იმუნიტეტი ამ ვირუსის მიმართ და ის ვრცელდება, მაშინ 60%-70% შეიძლება იყოს ამ ვირუსით ინფიცირებული", - თქვა მან.

მერკელის განცხადებით, არსებულ ვითარებაში უფრო მნიშვნელოვანი ვირუსის შემდგომი გავრცელებისთვის წინააღმდეგობის გაწევაა. 

გერმანიაში კორონავირუსის 1,296 შემთხვევა არის გამოვლენილი; 2 ადამიანი გარდაიცვალა.