მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ანიგოზი“ ნუშის გადამუშავებასაც დაიწყებს

619a01927212c
მარიამ იზორია
21.11.21 13:55
901
კაკლის გადამმუშავებელი საწარმო „ანიგოზი“ მომავალი წლიდან ნუშის გადამუშავებასაც დაიწყებს. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა ანა ქევხიშვილმა გადაცემა „ქალების ნარატივში“ ისაუბრა. მისი თქმით, არსებული გადამმუშავებელი ხაზი „ანიგოზს“ საშუალებას აძლევს, გახდეს მულტიფუნქციური საწარმო.

„ანიგოზში არსებული გადამმუშავებელი ხაზი მორგებულია ნუშის გადამუშავებასა და გაშრობაზეც, სწორედ ამიტომ, მომავალი წლიდან აუცილებლად ვგეგმავთ დავიმატოთ ნუშიც და ანიგოზი მულტიფუნქციური კაკლისა და ნუშის გადამმუშავებელი საწარმო გახდეს“, - განმარტავს ანა ქევხიშვილი.

ინფორმაციისთვის: „ანიგოზი“ 2020 წელს 3 მლნ ლარის ინვესტიციით დაფუძნდა. კომპანიამ წარმოების პირველივე წელს 110 ტონა ნიგოზი გადაამუშავა და სამომავლოდ რაოდენობას 500 ტონამდე გაზრდის. კომპანიის უახლოეს გეგმებში კაკლის იმპორტის 30-40%-ით ჩანაცვლებაც შედის.