მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Anima Chatbotics - როგორ დავიქირავოთ ციფრული თანამშრომელი

5da96fa441e39
ლევან თაღიაშვილი
20.10.19 10:00
2797

“90-იან წლებში ბიზნესი ცივად ხვდებოდა ვებ-გვერდების შექმნას, არ ფიქრობდნენ, რომ ეს მათთვის საჭირო იყო, დღეს კი სერიოზული კომპანია ვებ-გვერდის გარეშე წარმოუდგენელია, ზუსტად იგივე ხდება დღეს ჩატბოტებთან დაკავშირებით“ - აცხადებს Anima Chatbotics-ის დამფუძნებელი ზურა ჯიშკარიანი.

Anima Chatbotics სტარტაპია, რომელიც ჩატბოტებისთვის „სულის შთაბერვას“ ცდილობს და მის პერსონიფიცირებას ახდენს. მათი ისტორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჩატბოტით „უნათი“ იწყება, რომელმაც მომსახურე პერსონალს ბევრად შეუმსუბუქა ყოველდღიური რუტინული საქმიანობა და დღეს ის ათასობით სტუდენტის კითხვას პასუხობს.

„უნას წარმატების შემდეგ ჩვენ 8 განსხვავებულ დარგში შევედით, შევქმენით თითოეული მათგანისთვის განსაკუთრებული და უნიკალური ჩატბოტი, საკუთარი განსხვავებული თვისებებით, ხმის ტემბრით, მახასიათებლებით. ჩვენ კომპანიებს ვთავაზობთ ციფრული თანამშრომლის დაქირავების საშუალებას, კონტროლ პანელში მათ ნებისმიერი ცვლილების განხორციელების საშუალება აქვთ, რაც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის იდეალური შეთავაზებაა“ - ამბობს ჯიშკარიანი.

Anima Chatbotics-ის დამფუძნებელი გვიყვება, რომ დღეს ჩატბოტებს ძირითადად პროგრამისტები ქმნიან და მას მშრალი კითხვა-პასუხის გარდა სხვა შესაძლებლობა არ აქვს, Anima Chatbotics კი ცდილობს მას ე.წ „Story Telling”-ის ფუნქცია შესძინოს ნარატივ დიზაინერების დახმარებით და ხელოვნური ინტელექტის საშუალებით მასთან ურთიერთობა უფრო ემოციური და მრავალფეროვანი გახდეს.

Animachatbotics.com-ზე ციფრული თანამშრომლის რამდენიმე პაკეტის შერჩევა შეგიძლიათ და მისი ფასი $30-დან იწყება.