მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანკარაში დაეშვა ხომალდი, რომელზეც უხანიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეებიც არიან

5e35cbf03efac
შოთა ტყეშელაშვილი
01.02.20 22:56
1231
თურქული სამხედრო თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც უხანიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეებიც არიან, ანკარაში დაეშვა.

ჩინეთში საქართველოს ელჩის არჩილ კალანდიას განცხადებით, აღნიშნული რეისით საქართველოს სამმა მოქალაქემ ისარგებლა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ჩინეთის ქალაქ უხანიდან თურქეთის 34, აზერბაიჯანის შვიდი და საქართველოს შვიდი მოქალაქე უნდა გამოეყვანათ. თუმცა, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მათმა ნაწილმა ფრენაზე უარი თქვა.

ევაკუირებულ მოქალაქეებს კარანტინის ზონაში 14 დღის განმავლობაში მოათავსებენ, რადგან ვირუსის საინკუბაციო პერიოდი სწორედ 14 დღის განმავლობაში გრძელდება.