19.ნოემბერი .2019 17:49

ანკარაში შემოსავლების სამსახურის და თურქეთის საბაჟო კომიტეტების რიგით მე-2 შეხვედრა გაიმართა

views 111
უკან

დღეს, ანკარაში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს ერთობლივი საბაჟო კომიტეტის რიგით მე-2 შეხვედრა გაიმართა.

აღნიშნულ შეხვედრას, რომელსაც თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ქალბატონი გონჩა ილმაზ ბათური ხელმძღვანელობდა შემოსავლების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსი მამუკა ჯანგულაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია ესწრებოდნენ.

კომიტეტის ფარგლებში განხილულ იქნა, როგორც მხარეთა შორის დღის წესრიგით არსებული საკითხები, ასევე, ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო გეგმები. დასასრულს დელეგაციის ხელმძღვანმა პირებმა ხელი მოაწერეს, რიგით მეორე ერთობლივი საბაჟო კომიტეტის შეხვედრის ოქმს, რომელშიც ასახულია, როგორც მხარეთა პოზიციები სხვადასხვა მიმდინარე საკითხებზე, ასევე, მათი გადაჭრის გზებზე და სამომავლოდ განსახორციელებელ ინიციატივებზე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელ პირთა შეთანხმების თანახმად, ერთობლივი საბაჟო კომიტეტის სამუშაო შეხვედრები იმართება წელიწადში ორჯერ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა