მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ადრე იყიდებოდა კანონები, ზოგჯერ - კანონის კონკრეტული მუხლებიც“ - გოცირიძე

60ccdefe29942
თელარა გელანტია
21.06.21 09:30
1084
პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის აზრით, საგადასახადო შეღავათებით მდიდრები უფრო მეტად სარგებლობენ, ვიდრე - ღარიბები, ამიტომ უკეთესი, სოციალური პროგრამები მიზნობრივი იყოს.

ამის შესახებ რომან გოცირიძემ bm.ge-ს იმ თემის კომენტირებისას განუცხადა, რომელიც საგადასახადო შეღავათების გადახედვას შეეხებოდა. საქმე ისაა, რომ ჯერ კიდევ გიორგი გახარიას პერიოდში, მთავრობამ, სავალუტო ფონდის მხარდაჭერით, საგადასახადო შემოსავლების ეფექტიანობის შესწავლა დაიწყო და არაა გამორიცხული, რიგი საგადასახადო შეღავათების გაუქმების შედეგად, ბიუჯეტში, დაახლოებით, 2 მლრდ ლარის რესურსი გაჩნდეს.

რომან გოცირიძე საგადასახადო შეღავათების გაუქმების მომხრეა. დეპუტატს ამ თემამ „ძველი დრო“ გაახსენა, როცა პარლამენტში კანონები იყიდებოდა. ის ამბობს, რომ საბოლოოდ,

„საგადასახადო შეღავათებს ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს. ეს იყო სრულიად კორუფციული სქემა. წლების წინ როცა პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს ვხელმძღვანელობდი, რომელიც ანალიტიკური ორგანიზაცია იყო, ვნახეთ, როგორ იყიდებოდა კანონები, ხან კიდევ - კონკრეტული კანონის კონკრეტული მუხლები... ერთხელ დეპუტატმა მიხეილ ჯიბუტმა თქვა, ყველა კანონის უკან ნაცნობი ბიზნესმენები იმზირებიანო, ამდენად, საგადასახადო შეღავათების არსებობა არის ცუდი კორუფციული წარსული. ზოგადად, შეღავათები ანგრევს ჯანსაღ ეკონომიკურ სისტემას, კლავს კონკურენციას; მაგალითად, როცა იტყვიან დღგ-ის შეღავათით სარგებლობს მედიკამენტების წარმოება და როგორ მოვიქცეთ, ხალხს ხომ არ გავუძვირებთ წამლებსო, რეალუარად, წამლების ყიდვის საშუალება უფრო მდიდრებს აქვთ და შეღავათებითაც ისინი სარგებლობენ, ამიტომ უფრო ეფექტიანია მოწყვლად ჯგუფებს პირდაპირ, მიზნობრივად დაეხმაროს სხელმწიფოს“, - აცხადებს რომან გოცირიძე.