მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ანონსიდან 15 დღეში „ცენტრალ პარკ თაუერსის“ პროექტის 60%-მდე გაყიდულია“

6447efb45f75b
თათია ჩაფიჩაძე
26.04.23 16:26
18411
„ცენტრალ პარკ თაუერსის“ პროექტში, რომელსაც კომპანია „ორბი ჯგუფი“ „ბლოქ ჯგუფთან“ ერთად თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზირზე აშენებს, 60%-მდე უკვე გაყიდულია. როგორც „ბლოქ ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა თორნიკე ჯანაშვილმა გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა, დაინტერესება არსებობს როგორც საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების, ისე რეგიონის, ევროპის, ამერიკისა და არაბული ქვეყნების ინვესტორებისგან.

ინტერესი დიდია პენთჰაუსებზეც, სადაც კვ/მ-ზე ფასი 20 000$-ია. როგორც შემსრულებელ კომპანიებში აცხადებენ, წარმოდგენილი 4 პენთჰაუსიდან 2-ის გაყიდვაზე ინვესტორებთან მოლაპარაკებები დასრულების ეტაპზეა. მათივე გათვლებით პროექტში გაყიდვები სრულად 2 კვირიან ვადაში ამოიწურება.

„ზუსტად 15 დღის წინ დაანონსდა პროექტი და დღეისთვის დაინტერესება უკვე ძალიან დიდია. ასეულობით ადამიანთან მიმდინარეობს ყოველდღიურად კომუნიკაცია, თუმცა კონკრეტული ინვესტორები, ვინც მართლა დაინტერესებული არიან შეძენით, მათთან ყოველდღიურად გვაქვს შეხვედრები მთელი დღის განმავლობაში, სადაც ვუხსნით პროდუქტის ყველა დეტალს და ნიუანსს, მოგებიანობის გათვლებს, რომელიც წარადგინა „ქოლიერსმა.“

მომართვიანობა გვაქვს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის საზღვრებს გარეთ ჯერ არ გაგვირეკლამებია, ინფორმაცია მაინც გაჟღერდა. 15 დღეში 60%-მდე უკვე გაყიდული და დაჯავშნილია. ამ მაჩვენებლით პროექტმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა, დიდი ჩეკის გამო მაინც გვეგონა, რომ გარკვეული დრო დაჭირდებოდა ამას თუმცა დღეს უკვე ვფიქრობთ, რომ ალბათ არასრულ 2 კვირაში სრულად უნდა დაიხუროს გაყიდვების პროცესი. არ გვინდა რომ მოვლენებს გავასწროთ, თუმცა გეტყვით რომ ვინც პროდუქტის პროდუქტში შედის და პირობებს ეცნობა, ისინი არა ერთს, არამედ რამდენიმე სართულს ყიდულობენ. უფრო მეტია ისეთი ინვესტორი, რომელიც არა 18 ნომერს არამედ უფრო მეტს ყიდულობს. დაინტერესება დიდია პენთჰაუსებზეც, როგორც იცით სულ 4 პენთჰაუსი გვაქვს და აქედან 2-ის რეალური ინვესტორი უკვე არსებობს, რომელთანაც აქტიური მოლაპარაკებები მიდის. ვფიქრობთ, რომ პენთჰაუსების გაყიდვებიც ამ ვადაში დასრულდება.“ - განაცხადა ჯანაშვილმა.

კომპანია „ორბი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი განმარტავს, რომ გაყიდვები პროცესი როგორც რეალურ, ასევე ონლაინ სივრცეში მიმდინარეობს, სადაც კომპანიის წარმომადგენლები დაინტერესებულ პირებს პროექტის სრულ პრეზენტაციას სთავაზობენ.

„მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ქვეყნის გარეთ მყოფი პირებისთვის, რომლებსაც ჩვენ ვთავაზობთ ონლაინ პრეზენტაციებს. ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე, რომელიც ქვეყნის გარეთ არის, უკან დაბრუნების ერთ-ერთ პირობად განიხილავს ინვესტირებას ჩვენს პროექტში.

დღეში 5-6 შეხვედრა გვაქვს, საიდანაც 2 საშუალოდ ონლაინს ეთმობა. რამდენიმე კონტრაქტი ონლაინზეც გავაფორმეთ. იცით, რომ მოქმედი კანონმდებლობით, შესაძლებელია, რომ მსგავსი ტიპის კონტრაქტები ონლაინაც გაფორმდეს. ვიყენებთ ყველა ტექნიკურ საშუალებას - იქნება ეს ზუმი, თიმსი თუ სხვა.

დაინტერესება არის როგორც ევროპული ქვეყნებიდან, ასევე პოსტ საბჭოთა სივრციდან და ამერიკიდანაც. ჩვენი კომპანიის მაგალითი რომ ავიღოთ, 76 ქვეყნიდან გვყავს მყიდველები და შესაბამისად, ინფორმაციის მიღება მათთვის კომუნიკაციების ერაში არც ისე რთულია.

არაბული ქვეყნებიც გააქტიურდნენ ბოლო პერიოდში, რომლებიც დაინტერესებულები არიან საქართველოში ინვესტირებით. ხშირად ვამბობთ შეხვედრების დროსაც, რომ თუკი რაიმემ უნდა იმუშაოს საქართველოში, თუკი ვინმე დაინტერესებულია სასტუმრო და უძრავი ქონების ბიზნესით ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი გამორჩეული პროდუქტია და ამიტომ არ არის შემთხვევითი რომ გაყიდვების ჯამური რაოდენობა უკვე 60%ს აღწევს. გვახარებს რომ ინტერესი და ნდობა როგორც კომპანიისადმი, ისე ქვეყნის მიმართ დასტურდება და ეს ყველასთვის მოგებიანია“, - განაცხადა ირაკლი კვერღელიძემ.

„ცენტრალ პარკს თაუერსი“ 140 000 კვ/მ ფართობისგან შედგება და ორ 42-სართულიან თაუერსს 6 სარTულიანი პოდიუმით გააერთიანებს. პროექტი 1 400-ნომრიან ჰოტელ ჰაბს მოიაზრებს, სადაც 25 5*-იანი სასტუმრო იქნება განთავსებული, მათ შორის 150-ნომრიანი „რედისონ ბლუ“, რომელთანაც ხელშეკრულება გასულ კვირას გაფორმდა.

კომპლექსში იქნება პრემიუმ კლასის სპა და საოფისე სივრცეები, პრემიუმ კლასის რესტორნები, ძვირადღირებული ბრენდების სავაჭრო ცენტრი, სამორინე და ასევე იგეგმება ყველაზე ძვირადღირებულ პენტჰაუზების მოწყობა, რომლიც ფასი კვ.მ-ზე 20 000$ აშშ-ს აღწევს. პროექტის სამშენებლო სამუშაოები 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება და ის ოფიციალურად 2025 წელს მაისში გაიხსნება.