მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Anonymus-მა რუსული მედიასაშუალებების ვებგვერდები დაბლოკა

621cb9be17822
ვიქტორია მღებრიშვილი
28.02.22 16:04
1207
Anonymus-მა ჰაკერული თავდასხმის შედეგად რამდენიმე რუსული მედიასაშუალების ვებგვერდი დაბლოკა.

TACC, Comersant, Forbes, „ტაკიე დელა“, „იზვესტია“, „ზნაკი“, RBK, E1 და სხვა საიტები კონკრეტულ ბრაუზერებში ან არ იხსნება, ან მათი კონტენტის ნაცვლად Anonymus-ის მოწოდება გამოდის, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ გამოსვლისკენ მოუწოდებს.

BBC წერს, რომ რამდენიმე გამოცემამ Comersant-მა, Forbes-მა და RBK-მ მათი ვებგვერდების გატეხვის ფაქტი დაადასტურეს.

შეტევის ქვეშ აღმოჩნდა რამდენიმე ბელარუსული გამოცემაც.

ცნობისთვის, ჰაკერულმა დაჯგუფება Anonymus-მა რუსეთს კიბერ-ომი უკრაინაში შეჭრის გამო გამოუცხადა.