მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამოქვეყნდა დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც გორსა და ხაშურში ბინები გადაეცემათ

5f724151991c3
BM.GE
29.09.20 00:01
3775
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო გორსა და ხაშურში ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 37 დევნილ ოჯახს გადასცემს. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო იტყობინება.

სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფებმა დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობები და საჭიროებები ადგილზე შეისწავლეს.
მოკვლეული მასალა კი განსახილველად დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას გადაეცა. კომისიამ თითოეული იძულებით გადაადგილებული ოჯახის საკითხი ღიად და გამჭვირვალედ, განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განიხილა.

დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც კომისიის გადაწყვეტილებით საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ დევნილთა სააგენტოს ვებ-გვერდებზე გამოქვეყნდა:https://idp.gov.ge/statement-12/