კვლევითმა კომპანია ANOVA-მ რესპონდენტებს გამოჰკითხა თუ რის საყიდლად ჰყოფნით ფული. როგორც აღმოჩნდა, გამოკითხულთა უდიდეს ნაწილს (27%) ფული საჭმელზე ჰყოფნის, თუმცა ვერ ახერხერხებს, რომ შეიძინოს ტანსაცმელი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ გამოკითხულთა 15%-ს ფული არც საჭმელზე ყოფნის.
იმის გათვალისწინებით, რომ პანდემიამ უდიდესი გავლენა მოახდინა ქვეყნის ეკონომიკაზე, გამოკითხულთა დიდი ნაწილი (46%) მიიჩნევს, რომ მათი ოჯახების ფინანსური მდგომარეობა ერთი წლის წინ უკეთესი იყო, ვიდრე დღეს არის. ამგვარად უმეტესად, გამოკითხულთა ის ნაწილი ფიქრობს, რომელთაც დღესაც არ ჰყოფნით ფული საკვებზე ან მხოლოდ კვების უზრუნველყოფას ახერხებენ და ვერ ყიდულობენ ტანსაცმელს.
ასევე, მცირე განსხვავება დაფიქსირდა ქალებსა და კაცებს შორის - გამოკითხულ ქალთა 47% თვლის, რომ მათი ფინანსური მდგომარეობა ერთი წლის წინანდელთან შედარებით დღეს უარესია. ამგვარად თვლის გამოკითხულ კაცთა 44%-იც. ხოლო რაც შეეხება ასაკობრივ კატეგორიებს შორის დღევანდელი ფინანსური მდგომარეობის განხვავებულ აღქმას, გამოიკვეთა, რომ ასაკის ზრდასთან ერთად ადამიანები უფრო უარესად აღიქვამენ საკუთარ ფინანსურ მდგომარეობას, თუმცა პენსიონერები უფრო ნაკლებად - ვიდრე 35-60 წლის ასაკობრივ კატეგორიაში მყოფი ადამიანები.
ცნობისთვის: მარკეტინგული კვლევითი კომპანია ANOVA-ს კვლევაში მონაწილეობა მთელი საქართველოს მასშტაბით 572-მა მოქალაქემ მიიღო. მათგან 286 ადამიანი თბილისში ცხოვრობს, ხოლო 304 - სხვა რეგიონში. რაც შეეხება ასაკის მიხედვით გადანაწილებას, კვლევაში მონაწილეობდა ყველა ასაკის კატეგორიაში შემავალი ადამიანი. გამოკითხულთა უდიდეს ნაწილს კი 25-34 და 45-54 წლის ასაკობრივ კატეგორიაში შემავალი ადამიანები წარმოადგენენ. ასევე, გამოკითხულთა 40%-ს წარმოადგენდნენ კაცები, 60% ქალები. კვლევის მიზანს წარმოადგენდა მოსახლეობის განწყობის გამოვლენა კორონავირუსისა და ქვეყანაში შექმნილ ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”
ივლისიდან დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია, დღეში 15 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას - გამყრელიძე
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა