რის საყიდლად გყოფნით ფული? - ეს იყო ერთ-ერთი შეკითხვა, რომელიც მარკეტინგულმა კომპანია ANOVA-მ კვლევის ფარგლებში რესპონდენტებს დაუსვა. კვლევის მიზანს კორონავირუსის და ქვეყანაში შექმნილ ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ მოსახლეობის განწყობის გამოვლენა წარმოადგენდა.
კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უდიდეს ნაწილს (27%) ჰყოფნის ფული საჭმელზე, თუმცა ვერ ახერხერხებს, რომ შეიძინოს ტანსაცმელი. გამოკითხულთა 15%-ს კი, ფული არც საჭმელზე ყოფნის.
„იმის გათვალისწინებით, რომ პანდემიამ უდიდესი გავლენა მოახდინა ქვეყნის ეკონომიკაზე, გამოკითხულთა უმრავლესობა (46%) მიიჩნევს, რომ მათი ოჯახების ფინანსური მდგომარეობა ერთი წლის წინ უკეთესი იყო, ვიდრე დღეს არის. ამგვარად, უმეტესად, გამოკითხულთა ის ნაწილი ფიქრობს, რომელთაც დღესაც არ ჰყოფნით ფული საკვებზე ან მხოლოდ კვების უზრუნველყოფას ახერხებენ და ვერ ყიდულობენ ტანსაცმელს.
რესპონდენტის ეკონომიკური მდგომარეობის ზრდასთან ერთად კი, იკლებს ასეთი შეფასებაც. ასევე, განსხვავება დაფიქსირდა ქალებსა და კაცებს შორის - გამოკითხულ ქალთა 47% თვლის, რომ მათი ფინანსური მდგომარეობა ერთი წლის წინანდელთან შედარებით დღეს უარესია. ამგვარად თვლის გამოკითხულ კაცთა 44%-იც.
რაც შეეხება ასაკობრივ კატეგორიებს შორის დღევანდელი ფინანსური მდგომარეობის განხვავებულ აღქმას, გამოიკვეთა, რომ ასაკის ზრდასთან ერთად ადამიანები უფრო უარესად აღიქვამენ საკუთარ ფინანსურ მდგომარეობას, თუმცა პენსიონერები უფრო ნაკლებად - ვიდრე 35-60 წლის ასაკობრივ კატეგორიაში მყოფი ადამიანები“, - ნათქვამია კვლევის მიმოხილვაში.
გამომდინარე იქიდან, რომ „ანოვამ“ მოქალაქეები მთელი საქართველოს მასშტაბით გამოკითხა, კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ თბილისში მცხოვრებ რესპონდენტთა 50% წინა წელთან შედარებით გაუარესებულად აღიქვამს დღევანდელ ფინანსურ სიტუაციას და ასევე ფიქრობს რეგიონში მცხოვრებ რესპონდენტთა 42%.
ამასთან, დედაქალაქში მცხოვრებ რესპონდენტთა 47% ოპტიმისტურად უყურებს მომავალს და ფიქრობს, რომ მისი ფინანსური მდგომარეობა დღევანდელთან შედარებით 1 წლის შემდეგ უკეთესი იქნება. „ამგვარადვე თვლის რეგიონში მცხოვრებთა 45%. ასევე, თუკი მომავლის მიმართ ოპტიმისტურ განწყობას სამუშაო სტატუსის მიხედვით შევადარებთ, დავინახავთ, რომ გამოკითხულთა უმეტესი ნაწილი ოპტიმისტურადაა განწყობილი საკუთარი ფინანსური მდგომარეობის მიმართ 1 წლის შემდეგ. ეს პროცენტი ყველაზე მაღალი არის სტუდენტებში (71%) და დაქირავებულ მუშაკებში (52%), ხოლო ყველაზე დაბალი - პენსიონრებში“, - წერია კვლევაში.
ცნობისთვის: მარკეტინგული კვლევითი კომპანია ANOVA-ს კვლევასი მონაწილეობა მთელი საქართველოს მასშტაბით 572-მა მოქალაქემ მიიღო. მათგან 286 ადამიანი თბილისში ცხოვრობს, ხოლო 304 - სხვა რეგიონში. რაც შეეხება გადანაწილებას ასაკის მიხედვით, კვლევაში მონაწილეობდა ყველა ასაკის კატეგორიაში შემავალი ადამიანი. გამოკითხულთა უდიდესი ნაწილს კი 25-34 და 45-54 წლის ასაკობრივ აკტეგორიაში შემავალი ადამიანები წარმოადგენენ. ასევე, გამოკითხულთა 40%-ს წარმოადგენდნენ კაცები, 60% ქალები. კვლევის მიზანს წარმოადგენდა მოსახლეობის განწყობის გამოვლენა კორონავირუსისა და ქვეყანაში შექმნილ ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
თუ გაუარესდება ვითარება, იძულებული გავხდებით შეზღუდვები დავაბრუნოთ - პრემიერი
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?