მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ანსამბლ „აფხაზეთის” სამხატვრო ხელმძღვანელის გათავისუფლებისთვის აფხაზეთის მთავრობას საკომპენსაციოდ 18 750 ლარი დაეკისრა“ - აუდიტი

64304cc7d9297
ალა ისპირიანი
07.04.23 22:47
745
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აფხაზეთის ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციების ნაერთი კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი ჩაატარა. დოკუმენტი მოიცავს ფინანსური მდგომარეობის შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით.

აუდიტის თანახმად, დასაბუთებული საფუძვლის გარეშე, აფხაზეთის მთავრობის განკარგულებით, ანსამბლ „აფხაზეთის” სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლდა ლ.ღ. რის გამოც მან სასამართლოს მიმართა და აფხაზეთის მთავრობას კომპენსაციის სახით საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით, 18 750 ლარი დაეკისრა.

ამასთან, დოკუმენტით ირკვევა, რომ აფხაზეთის მთავრობამ აღნიშნული ინფორმაცია არ შეიტანა ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში, კერძოდ, საცნობარო ანგარიშზე - „პირობითი ვალდებულებები“.

"დასაბუთებული საფუძვლის გარეშე, აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობის განკარგულებით, სსიპ − აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „აფხაზეთის” სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების გამო, მან 2021 წლის 18 იანვარს მიმართა სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონულ სასამართლოს და ითხოვდა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მთავრობის განკარგულების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას მთელი პერიოდისათვის.

სოხუმისა და გაგრა გუდაუთის რაიონულმა სასამართლომ 2021 წლის 16 თებერვლის სარჩელი განუხილველად დატოვა, რის შემდეგაც მოსარჩელემ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, რომელმაც 2021 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი, ბათილად ცნო აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობის განკარგულება მისი გათავისუფლების შესახებ.

ამასთანავე, აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობას დაეკისრა კომპენსაციის ანაზღაურება 15 000 ლარის ოდენობით (ხელზე მისაღები), ხოლო სასარჩელო მოთხოვნა სამსახურში აღდგენისა და იძულებით განაცდურის ანაზღაურების შესახებ, არ დააკმაყოფილა. საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით, საკომპენსაციო თანხამ სულ შეადგინა 18 750 ლარი", - წერია აუტიდის ანგარიშში.