მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ანტიდეპრესანტებსა და სისხლის გამათხელებლებზე მოთხოვნა გაიზარდა" - "ჯიპისი"

61421bf862052
თათია ჩაფიჩაძე
15.09.21 22:00
814
“ანტიდეპრესანტებსა და სისხლის გამათხელებლებზე მოთხოვნა გაიზარდა, გრიპის და სხვა ვირუსული ინფექციებისთვის სამკურნალო წამლებზე კი შემცირდა", - ამის შესახებ კომპანია “ჯიპისიში” აცხადებენ, და დასძენენ, რომ პანდემიის ფონზე წამლების სხვადასხვა ჯგუფზე მოთხოვნა შეიცვალა.

ამასთან, როგორც bm.ge-ს კომპანიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა განუცხადა, 2020 წლის 7თვესთან შედარებით, 2021 წლის იანვარ-ივლისში იმპორტირებული წამლების რაოდენობის შემცირების მიუხედავად, ბაზარზე რომელიმე ჯგუფის მედიკამენტის დეფიციტი არ არის.

“2020 წლის დასაწყისში კომპანიას გარკვეული მარაგები უკვე შექმნილი ჰქონდა, რაც შესაძლოა სხვაობის მიზეზი გამხდარიყო. ასევე კლების მიზეზი შესაძლოა იყოს სეზონურად ვირუსების შემთხვევების ნაკლები მაჩვენებლები, კერძოდ კოვიდის რეგულაციების გამო, რომელიც პირბადეს ტარებას და უსაფრთხოების წესების მაქსიმალურ დაცვას უკავშირდება, მიმდინარე წლის 7 თვეში მნიშვნელოვნად შემცირდა გაციების და სხვა სეზონური ვირუსების მაჩვენებლები, რამაც ამ ტიპის მედიკამენტებზე და ანტიბიოტიკებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შეამცირა. თუმცა აღსანიშნავია, რომ წელს განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა ანტიდეპრესანტებზე და სისხლის გამათხელებლებზე.”-აცხადებენ კომპანიაში.

ინფორმაციისთვის, საქართველოში მედიკამენტების იმპორტი მცირდება, ღირებულება კი გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში ქვეყანაში სულ 161.8 ტონა მედიკამენტი შემოვიდა, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18 ტონით (179,5 ) ნაკლებია.