ბიზნესმენი თემურ ჭყონია პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ იმ ინიციატივას აფასებს, რომელიც პარლამენტში სისტემური კორუფციის შემსწავლელი კომისიის შექმნას და ასევე, ანტიკორუფციული სააგენტოს დაფუძნების მიზნით, კანონპროექტის დაინიცირებას ეხება.
BM.GE-ისთან თემურ ჭყონია ანტიკორუფციული კომისიის შექმნის მნიშვნელობაზე საუბრობს.
„დავანებოთ თავი იმას, პოლიტიკოსებმა გააკეთეს ეს განცხადება თუ - არა. თვითონ განცხადება იმის შესახებ, რომ ანტიკორუფციული კომისია უნდა შეიქმნას, ყველაზე სერიოზული განცხადებაა.
ამ კომისიაში უნდა შეიკრიბონ ის ადამიანები, რომლებიც არიან პროფესიონალები. საზოგადოებამ ამას მხარი უნდა დაუჭიროს. თუ ვინმე მხარს არ დაუჭერს, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაცას ერიდება, ანტიკორუფციული საბჭოს შექმნა არის საჭირო“, - აცხადებს თემურ ჭყონია.