მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანტიკრიზისულ გეგმაზე მთავრობას სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებები ექნება

5e6b76c1d0a44
შოთა ტყეშელაშვილი
13.03.20 16:23
759
ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის თქმით, მომდევნო სამშაბთს მთავრობას მის მიერ მომზადებულ ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკება ექნება. 

"ჩვენ სამშაბათს ალბათ გვექნება ერთობლივი ჩართვა, ვიდეოკონფერენცია სავალუტო ფონდთან, ჩვენ მათ ჩვენს პოზიციებს გავაცნობთ, მოვისმენთ მათ შეფასებას როგორც გლობალური ეკონომიკის, ასევე საქართველოს ეკონომიკის კუთხით,"- ამბობს ფინანსთა მინისტრი. 

დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა. ამ გეგმის მიხედვით, 300 მილიონით გაიზრდება ინფრასტრუქტურული პროექეტების დაფინანსება, ტურისტულ სექტორს 4 თვით გადაუვადდება გადასახადები და მათ საბანკო სესხებზე პროცენტს 6 თვით მთავრობა გადაიხდის. ამასთანავე, გაიზრდება დღგ-ის უკან დაბრუნების პროგრამით ბიზნესისთვის მიწოდებული რესურსის მოცულობა. 

ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, პროგრამის ჯამური ღირებულება 1 მილიარდი ლარი იქნება, საიდანაც 300 მილიონი ლარი უშუალოდ ბიუჯეტიდან გამოიყოფა. 

"ბიუჯეტიდან ერთი მილიარდი ლარის გამოყოფა კი არ არის დაგეგმილი, არამედ არის მთელი რიგი ღონისძიებებია გათვალისიწნებული. მათ შორის გადასახადების გადავადება ტურისტულ სექტორში მოღვაწე კომპანიებისთვის. მათთვის პირველ ნოემბრამდე გადასახადების გადავადება 100 მილიონს ჩატოვებს ეკონომიკაში. ამას გარდა არის სხვა ღონისძიებებზეც არის საუბარი. დღგ-ის დაბრუნებას ვახდენთ, მაგრამ მოხდება დამატებით, ძველი დღგ-ის ვალდებულებების ჩაფარვა და არა მარტო მიმდინარესი. უშუალოდ ბიუჯეტის კუთხით, საუბარი არის 300 მილიონამდე გაზრდილ ინფრასტრუქტურულ ხარჯვაზე, რომელიც რეგიონებში განხორციელდება.  

საერთო ჯამში - ეს შეღავათი თუ გაზრდილი ხაჯვა თანხობრივად შეადგენს 1 მილიარდი ლარის მოცულობის პაკეტს,"- განაცხადა მინისტრმა.

BMG-ის კითხვაზე თუ საიდან დააფინანსებს მთავრობა ამ გაზრდილ ხარჯებს ივანე მაჭავარიანი პასუხობს, რომ ეს ვალდებულებების აღებით მოხდება. 

"ჩვენი ძალისხმევა საბოლოო ჯამში მიმართულია იქითკენ რომ ეკონომიკა დაუბრუნდეს თავის ორგანულ ნიშნულს, ეს არის ის მიდამო რომელიც ბოლო რამდენიმე წელია ჩვენ მდგრადად გვიჭირავს - 5%-ის მიდამოში და რა საკვირველია საბოლოო ჯამში ეს მისცემს სტაბილიზაციის საშუალებას იმ ნაწილსაც, მოკლე ვადაში ეს იქნება გაზრდილი დეფიციტი ან საგარეო ვალი, რომელიც საბოლოო ჯამში ქართულმა ეკონომიკამ უნდა დააგენერიროს ის სტიმული რომელსაც ჩვენ ამ მოკლევადიან პერსპექტივაში ვხედავთ“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

აღნიშნული ცვლილებების დამტკიცებისთვის და ხარჯების ზრდისთვის, მთავრობა 2020 წლის ბიუჯეტის კორექტირებას გეგმავს.