მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ანტიკრიზისულ პერიოდში უნდა გადავიქცეთ სამედიცინო ტურიზმის ქვეყნად" - მამუკა ხაზარაძე

5e82fc6d79799
ვიქტორია მღებრიშვილი
31.03.20 14:36
1560
ის თემა, რასაც ჩვენი სამედიცინო სფერო და ექიმები გვაჩვენებენ, ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველია, რომ გადავიქცეთ სამედიცინო ტურიზმის ქვეყნად, - ამის შესახებ „საქმიან დილაში“ პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პოსტვირუსულ პერიოდში მათ მიერ შემუშავებულ ანტიკრიზისულ გეგმაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ყოფილი ბიზნესმენი და ახლა უკვე პოლიტიკოსი ამბობს, საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულებამ ტურიზმზე მოგვცა ის შედეგი, რაც ქვეყანამ კორონავირუსის გავრცელების შემდეგ მიიღო, ამიტომ ვირუსის გადავლის შემდეგ სამედიცინო სექტორის აქტიურობიდან გამომდინარე, ეს მიმართულება უნდა გახდეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. 

„რაც შეეხება კრიზისის შემდგომ პერიოდს, მინდა გითხრათ, რომ მიწოდება და მოთხოვნა სრულად შეიცვლება და ჩვენ არანაირად არ შეიძლება გავყვეთ იმ ტრენდს, რომელზეც იჯდა ქვეყანა და ქვეყნის შემოსავლის 20% ტურიზმზე იყო ჩამოკიდებული, ეს არის აბსურდი. მთავრობა აცხადებდა, რომ კიდევ ერთი მილიონი ტურისტი დაგვემატა და არავინ ითვლიდა რანაირი ხარისხის და მხარჯველობითუნარიანი იყო ეს ტურისტი, გადასული ვიყავით რაოდენობაზე და არა მაღალშემოსავლიან ტურიზმზე... შესაბამისად, ის თემა, რასაც ჩვენი სამედიცინო სფერო და ექიმები გვაჩვენებენ, არის ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველი, იმისთვის, რომ ჩვენ გადავიქცეთ სამედიცინო ტურიზმის ქვეყნად; სარეაბილიტაციო მიმართულებით არის უზარმაზარი პოტენციალი - ეს იქნება ბალნეოლოგია, საოპერაციო თუ სხვა.

რა თქმა უნდა, ამას სჭირდება სამედიცინო ინდუსტრიის სერიოზული გადაიარაღება, მაგრამ ყველაზე მთავარი რაც გაგვაჩნია - უზარმაზარი პოტენციალი ექიმებისა, ინტელექტუალური ძალა... და არა მარტო საქართველოში. ჩვენ უნდა მოვახერხოთ, ის ექიმები, რომლებიც საზღვარგარეთ არიან, მათ შევუქმნათ ისეთი პირობები რომ ისინი დაბრუნდნენ საქართველოში და საქართველო გახდეს ეპიცენტრი იმისა, რომ ჩვენი სამეზობლო ჩამოვიდეს და აქ იმკურნალოს და შემდგომ აქ დახარჯოს თანხა იმისთვის, რომ გაატაროს რეაბილიტაციის პერიოდი“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.