24.აპრილი .2020 20:20

ანტიკრიზისული გეგმა არის დროული - ეკონომიკის მინისტრის შეფასება

views 436
უკან

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას აფასებს და ამბობს, რომ „ეს გეგმა არის ძალიან ფართო და ყოვლისმომცველი, რომელიც შეეხება პრაქტიკულად ყველა დაზარალებულ კატეგორიას“.

ეკონომიკის მინისტრი მიიჩნევს, რომ ეს გეგმა არის დროული და ადამიანებზე ზრუნვით განმსჭვალული.

„ვეხმარებით ადამიანებს ვინც მუშაობს, იმისთვის, რომ უფრო მეტად იყვნენ დაზღვეულები, რომ არ დაკარგავენ სამუშაო ადგილს მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებს გაუჭირდათ; ვეხმარებით იმ ადამიანებს, ვინც მიუხედავად ყველაფრისა მაინც დაკარგა სამსახური, რათა უფრო იოლად გადაიტანონ ეს რამდენიმე თვე და შემდეგ შეძლონ კვლავ ჩაერთონ ეკონომიკაში, როდესაც ამოვქოქავთ ეკონომიკას; ვეხმარებით თვითდასაქმებულების კატეგორიასაც კი, ვეხმარებით იმ კატეგორიას, რომელსაც ყველაზე მეტად უჭირდა და მოწყვლადები არიან ეს არის შშმ პირები, სოციალურად დაუცველები, მრავალშვილიანი ოჯახები, პენსიონერები. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დარტყმა მიადგა ეკონომიკას -4%(მშპ-ის ზრდის პროგნოზი საქართველოსთვის 2020 წელს) სავალუტო ფონდის გათვლით, -2 მლრდ ჩვენი ბიუჯეტი, ჩვენ არ გადავხედეთ ჩვენს გეგმებს და ვთავაზობთ, მრავალჯერად სისტემას, რომლითაც პენსიები გაიზრდება და არ იმოქმედებს პენსიაზე არც ინფლაცია. ის მიბმული იქნება ეკონომიკურ ზრდაზე.

გარდა ამისა, ამ გეგმის თვისება არის ის, რომ ადამიანზე ზრუნვით არის განმსჭვალული, იმ ნაწილშიც კი სადაც გეგმა ეხება და ეხმარება ბიზნესს, საბოლოო ჯამში ჩვენ ვეხმარებით ადამიანს, ვინც ამ ბიზნესში არის დასაქმებული ან ხვალ იქნება დასაქმებული.

მესამე რაც მნიშვნელოვანია, ჩვენი ანტიკრიზისული გეგმა არის დროული. ჩვენ უკვე ვფლობთ მასშტაბს და ვიცით, დაახლოებით რამდენ ადამიანს შეეხება ეს პრობლემები და ვის უნდა დავეხმაროთ, ჩვენ გვაქვს უკვე გარანტირებული წყაროები დაფინანსების, როგორც ჩვენი გადაწყობილი ბიუჯეტიდან ასევე საერთაშორისო დახმარებიდან ეს გეგმა არის სრულიად რეალისტური და რამდენიმე ხანში აისახება ბიუჯეტში“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.