24.აპრილი .2020 15:32

ანტიკრიზისული გეგმის ყველა პუნქტი - როგორ ნაწილდება 3.5-მილიარდიანი პროგრამა

views 1191
უკან

მთავრობამ წარადგინა ანტიკრიზისული გეგმა, რომლის მთლიანი მოცულობაც დაახლოებით 3.5 მილიარდით განისაზღვრება. საუბარია უმუშევრად დარჩენილების, დამსაქმებლების, სოციალურად დაუცველების, პენსიონერების და სხვა ჯგუფების დახმარებაზე. კონკრეტულად კი პროგრამა ასე გამოიყურება:

უმუშევრობა:

უმუშევრად დარჩენილი პირები, ვინც ხელფასს ხელშეკრულების საფუძველზე იღებდნენ და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ დაკარგეს სამსახური, თვეში 200 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებენ. დახმარება 6 თვე გაგრძელდება და ის 1200 ლარს შეადგენს.

დასაქმება და კომპანიების მხარდაჭერა:

ყოველ შენარჩუნებულ სამუშაო ადგილზე დამსაქმებელი მიიღებს სახელმწიფო სუბსიდიას:

● 6 თვის განმავლობაში 750 ლარის ოდენობის ხელფასი სრულად გათავისუფლება საშემოსავალო გადასახადისგან;
● 1500 ლარამდე ხელფასი კი, 750 ლარის ოდენობაზე გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან
● ამაზე 250 მილიონი ლარი დაიხარჯება.

არაფორმალურ სექტორში დასაქმებულები ან თვითდასაქმებულები, შემოსავლის დაკარგვის დასაბუთების შემთხვევაში მიიღებენ ერთჯერადად 300 ლარს.

ამაზე დაახლოებით 75 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ვინ მიიღებს 600 ლარის მოცულობის სოციალურ დახმარებებს:

6 თვის განმავლობაში, დამატებით საშუალოდ 600-ლარიან დახმარებას მიიღებენ:

● ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 65,000-დან 100,000 ლარამდეა. ამით ისარგებლებს დაახლოებით 70,000 ოჯახი - 190,000 მოქალაქე. ამ ჯგუფზე დაიხარჯება 45 მილიონი ლარი.
● ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 100,000 მდეა და ჰყავთ 3 და მეტი - 16 წლამდე ასაკის შვილი. ისარგებლებს დაახლოებით 21,000 ოჯახი - 130,000 მოქალაქე. ამ ჯგუფზე დაიხარჯება 13 მილიონი ლარი.
● მკვეთრად გამოხატული შშმ პირები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები. ისარგებლებს დაახლოებით 40,000 მოქალაქე. ამ ჯგუფზე დაიხარჯება 25 მილიონი ლარი.

პენსიების ზრდის ახალი მოდელის შემუშავება:

პენსიის ინდექსაციის წესის შემოღება 2021 წლის იანვრიდან და ის შემდეგ წესებს დაექვემდებარება:

● ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლისა;
● 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის ინფლაციას დაემატება რეალური ეკონომიკური ზრდის 80%, ანუ პენსიის ყოველწლიური მატება იქნება ინფლაციაზე მაღალი.
● მიუხედავად ინფლაციის და ეკონომიკური ზრდის პარამეტრებისა, პენსიის ზრდა არ იქნება 20 ლარზე ნაკლები, ხოლო 70 წლის და უფრო მაღალი ასაკის პენსიონერებისთვის 25 ლარზე ნაკლები.
● ძალაში რჩება 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის 1 ივლისიდან პენსიის 30 ლარით გაზრდა. ისარგებლებს დაახლოებით 410,000 პენსიონერი.

ეპიდემიის დასრულების შემდეგ გადაიხედება სოციალური დახმარებების სისტემა - ქულების მინიჭების და ფინანსური დახმარებების ოდენობა.

პროგრამის პარამეტრები:

● ჯამში - მოქალაქეებზე ზრუნბა და სოც. დახმაეება - 1.035 მილიარდი ლარი;
● ეკონომიკაზე ზრუნა და მეწარმოების მხარდაჭერა - 2.110 მილიარდი ლარი;
● ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება და პანდემიასთან ბრძოლა - 350 მილიონი ლარი.

ეკონომიკის გახსნის ეტაპები:

ეკონომიკურ საქმიანობაზე შეზღუდვები მოიხსნება ეტაპობრივად.

● ეტაპებს შორის შუალედი საშუალოდ 2 კვირა იქნება.
● ყოველ მომდევნო ეტაპზე გადასვლა დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზზე.
● ეპიდემიური ვითარების გაუარესების შემთხვევაში, შესაძლებელია, შესაძლებელია გაუქმებული შეზღუდვების ხელახლა ამოქმედება და მომდევნო ეტაპზე გადასვლის გადავადება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა