მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანტივაქსერულ ელექტორატთან ტანგოს ცეკვა საქართველოში ცხოვრების წესი გახდა - გოცაძე

61c77318c1ed4
თელარა გელანტია
25.12.21 23:36
3543
საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ პრეზიდენტ გიორგი გოცაძის შეფასებით, სამთავრობო რესურსი ვაქცინაციის წახალისების და გააქტიურების ნაცვლად "პოლიტიკურ ბატალიებს მოხმარდა".

ამის შესახებ გიორგი გოცაძემ #ForbesHealth-ში ვაქცინაციის გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა და იმ ძირითად მიზებეზე ისაუბრა, რაც ხელს უშლის წლის ბოლომდე იმუნიზაციის გეგმით გათვალისწინებული მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრას.

„იმუნიზაციის გეგმაში ცალსახად იყო ჩაწერილი ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის როლი და ჩვენ ვნახეთ, რომ ანტივაქსერულ ელექტორატთან ტანგოს ცეკვა საქართველოში ცხოვრების წესი გახდა. მოსახლეობის ეს ნაწილი რომ არ გაგვეღიზიანებინა, რა არ ვაკეთეთ და რა არ ვქენით, მათ შორის covid-გადატანილებისთვის უვადო „მწვანე პასპორტიც“ კი შემოვიღეთ. საქართველოს მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ მიერ ამოქმედებულ არცერთ ინსტრუმენტს ანტივაქსეული ელექტორატის შესუსტებაზე გავლენა არ ჰქონია. ესაა კიდევ მთავარი მიზეზი, თუ რატომ გვყავს მოსახლეობის დიდი ნაწილი აუცრელი“, - განაცხადა და კიდევ ერთხელ დასძინა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილის აუცრელობის მიზეზი ანტივაქსერული განწყობების ვერშესუსტებაა.

ამ ნაწილში გიორგი გოცაძემ განსაკუთრებული ყურადღება 60-წელს ზემოთ მოქალაქეების ვაქცინაციაზე გაამახვილა. „თუ ჩახედავთ სტატისტიკას, covid-ით გარდაცვლილი ადამიანებიდან 96% არის ის, ვიცნ 60 წელს ზემოთაა. ანუ ის ხალხი, ვინც იმუნიზაციის გეგმის თანახმად პრიორიტეტი იყო, სახელმწიფომ არათუ არ აცრა, არამედ ცალსახად სიკვდილისთვის გაწირა“, - თქვა გიორგი გოცაძემ.



ბოლო 24 საათში საქართველოში, covid–19–ის 2 090 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 76 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსს ჯამში, საქართველოში 13 443 პირი ემსხვერპლა.