„რეალური საარსებო მინიმუმის განსაზღვრა ხელისუფლების ინტერესებში არ შედის, რამდენადაც, დაპირებული ტოტალური გამდიდრების ნაცვლად მოსახლეობა კიდევ უფრო ღარიბდება. არსებული სოციალური პოლიტიკა თავდაყირა დადგება“, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი საქართველოს“ ერთერთი ლიდერი ანზორ ბიწაძე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უკანასკნელი ინფორმაციას, რომლის თანახმად, ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 331.4 ლარია, რაც დაახლოებით 125 დოლარს შეადგენს. როგორც ანზორ ბიწაძე აღნიშნავს, ამ ციფრების მიხედვით ოჯახის თითოეულ წევრზე საარსებო მინიმუმი თვეში 66 ლარს და 20 თეთრს შეადგენს.
"საარსებო მინიმუმის გამოთვლაში მონაწილეობს მხოლოდ საკვები სასურსათო კალათა, შესაბამისად, მასში სხვა კომუნალური ხარჯები (ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, წყალმომარაგება, ტრანსპორტის ხარჯები არ ხვდება). შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი კი 164 ლარით არის განსაზღვრული. საარსებო მინიმუმი არის პირობითი ნიშნული, რომელიც გამოხატავს იმ მინიმალურ ღირებულებას, რაც ადამიანის ან ოჯახის ფიზიკური არსებობისთვის არის საჭირო.
შრომისუნარიანი მამაკაცისთვის მინიმალური სასურსათო კალათა 40 დასახელების პროდუქტს მოიცავს და ჯამში 2300 კ.კალორიას შეადგენს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სპეციალისტების აზრით მინიმუმ 2500 კ.კალორია არის საჭირო დღიური მოხმარებისთვის და ამასთან, აუცილებელია საკვები პროდუქტების მრავალფეროვნება.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს ასაკობრივი ჭრილის მიხედვით არ ადგენს, მსგავსი ინფორმაცია კი მინიმალური პენსიის დადგენის დროს მნიშვნელოვანი იქნებოდა. ხანდაზმულთა ასაკობრივი ჯგუფის საარსებო მინიმუმში სავარაუდოდ მათი მედიკამენტებით უზრუნველყოფის თანხებიც უნდა იყოს გათვალისწინებული, რაც მათი პენსიის დადგენისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას წარმოადგენს (პენსია-180 ლარი). მინიმალური სასურსათო კალათის და საარსებო მინიმუმის ობიექტური კვლევა, არ არის დამოკიდებული ქვეყნის ფინანსურ შესაძლებლობებზე. რეალური საარსებო მინიმუმის დადგენა არ გულისხმობს სოციალური პაკეტების მყისიერ ცვლილებას. საარსებო მინიმუმი ნიშნავს იმ ორიენტირს, რაზეც სახელმწიფომ ეტაპობრივად უნდა მოახდინოს სოციალური პოლიტიკის სწორება.
ცხადია, საარსებო მინიმუმის ამ დონით შემცირება (2500 > 2300) მნიშვნელოვნად განაპირობებდა სიღარიბის დონის კლებას, რაც მიღწეულ იქნა არა მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესების შედეგად, არამედ სიღარიბის ზღვარის ხელოვნურად დაწევის საშუალებით.
მინიმალური სასურსათო კალათის ღირებულების მიხედვით, სასურსათო ხარჯების წილი საარსებო მინიმუმში 70/30-იანი პროპორციით არის წარმოდგენილი. კალათის მთლიანი მოცულობის 70 პროცენტი მხოლოდ ფიზიკურად საარსებო საკვებ საშუალებებზე მოდის, ხოლო 30 პროცენტი დანარჩენი საჭიროებების უზრუნველსაყოფად.
მსოფლიოში ცხოვრების დონის განვითარების პარალელურად, ასეთი სახით პროპორციების გადანაწილება საკმაოდ მოძველებული პრაქტიკაა და ევროპის ბევრ ქვეყანაში აღნიშნული პროპორცია ხშირ შემთხვევაში, 60/40 და 50/50-ზეც კი მოდის. ბუნებრივია, აღნიშნული პროპორციების გადაანგარიშება აუცილებელია იმისთვის, რომ რეალურად განისაზღვროს ადამიანის ღირსეულად და არა ფიზიკურად არსებობის ხარჯები.
რამდენადაც, რეალური საარსებო მინიმუმის განსაზღვრა თვისებრივად შეცვლის არსებულ სოციალურ პოლიტიკას და საპენსიო ან მინიმალური სოციალური დახმარებების გაცემის ორიენტირი გაცილებით მაღალი იქნება ვიდრე დღეს არის.
საარსებო მინიმუმის დღევანდელი მაჩვენებლები საკუთარი თავის მოტყუებაა და დღეს ქვეყანაში არსებული ვითარება საკმაოდ მძიმეა. უნდა დაფიქსირდეს მოქალაქის ღირსეულად საარსებო საჭიროებებისთვის განსაზღვრული თანხები“, - აცხადებს ანზორ ბიწაძე.
(NS)
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”
ივლისიდან დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია, დღეში 15 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას - გამყრელიძე
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა