"გუშინ 200,000 ლარის კრედიტი ავიღე, რომ ხელფასები გავცე, 2 თვეა არ გამიცია ხელფასი", - განაცხადა BM.GE-ისსთან საუბრისას კლინიკა „გულის“ მფლობელმა ანზორ მელიამ.
როგორც მელია განმარტავს, მიზეზი ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არსებული დავალიანებაა, რომელიც 1.5 მლნ ლარს აჭარბებს.
„ჯანდაცვის სამინისტროს ივნისის შემდეგ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული თანხები არ ჩაურიცხია. ივნისშიც ნახევარი ჩაგვირიცხეს. როდესაც კარდიოქირურგია არ გვქონდა, დიაგნოსტიკური ცენტრი ჩემთან ძალიან დიდი დატვირთვით მუშაობს და ვაგროვებდით თვის განმავლობაში ამ ხელფასს, მაგრამ კარდიოქირურგია რომ გავხსენით, ძალიან ბევრი ხარჯია და ამბულატორიული მომსახურებიდან შემოსული თანხის ნაწილი მიდის ამის დაფარვაზე, ამიტომ 2 თვეა ხელფასს ვერ ვაგროვებ და გვაქვს ჩავარდნები“, - განაცხადა კლინიკა „გულის“ მფლობელმა.
ანზორ მელიას თქმით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გარკვეული დათმობები გაკეთდა, თუმცა ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ კლინიკამ გამართულად იმუშაოს.
„520-ე დადგენილების ამოქმედების შემდეგ გეგმიური ოპერაციები შეჩერებულია და წაგებაზე მივდივართ. მწვავე-გადაუდებელ პროცედურებს ვაკეთებთ, მაგრამ ახლა მოგვცა უფლება პრემიერ-მინისტრმა, რომ ავადმყოფმა აირჩიოს ექიმი და თან პაციენტს უფლება აქვს ჰონორარის სახით ექიმს თანხა გადაუხადოს და ეს გვყოფნის ხარჯებისთვის; სპეციალურად გვაქვს ვიაიპი პალატა, სადაც პაციენტს ქირურგის არჩევა შეუძლია და ეს შემოსავალი არ მიდის ქირურგთან, არამედ მიდის ხარჯებში. თუ კლინიკას 5% მაინც არ ექნება მოგება, ის ვერ განაახლებს ამ ძვირადღირებულ აპარატურას“, - ამბობს ანზორ მელია.
BM.GE-ის კითხვაზე - რას აპირებს კლინიკის მფლობელი მომავალში იმ შემთხვევაში, თუ სამინისტრო დავალიანებას არ დაფარავს, „გულის“ ხელმძღვანელი ამბობს: „მომავალ თვეს კრედიტს უკვე აღარ მომცემენ. ალბათ ისევ პრემიერ-მინისტრს მივმართავთ ჯერ იმიტომ რომ ძალიან კარგად მიგვიღო პრემიერმა და გულთან ახლოს მიიტანა ჩვენი ამბავი“.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის