კლინიკა „გულის“ დამფუძნებელი ანზორ მელია ამბობს, რომ თანამშრომლებს ხელფასები 30%-ით შეუმცირა. მეტიც, მელიას თქმით, მხოლოდ ხარჯების შემცირება კი არ მოუწია, არამედ შეიძლება საერთოდ ვერ იმუშაოს.
ანზორ მელიას განცხადებით, კლინიკა „გული“ ამ დრომდე მხოლოდ იმიტომ აგრძელებს მუშაობას, რომ ადამიანები იცნობენ და ენდობიან.
„ხარჯები კი არა, შეიძლება გავჩერდეთ. ეს სამინისტრო არაფერს აკეთებს და შავ დღეში გვაყენებს. მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. როგორ შეიძლება თვითღირებულებაზე 4-5-6 ათასით ნაკლები იყოს ოპერაცია?! თანამშრომლებს საიდან მივცე ხელფასი?! შევამცირეთ ხელფასები 30%-ით. საბჭოს სხდომებზე საუბრები დროის გაყვანის ტაქტიკაა, მეტი არაფერი. ამ მინისტრის ხელში არაფერი შეიცვლება. ეს არის ივანიშვილი კაბაში, რასაც ივანიშვილი ბრძანებს, იმას აკეთებს. მუშა ჯგუფი შევქმენით 10-კაციანი - 5 ექიმია და 5 - იურისტი. დადიან სამინისტროში და უკვე 2 თვეა ვერაფერი კეთდება. დღეიდან უკვე ანგიოლოგიური ოპერაციებიც შეჩერდა. ავადმყოფებს უარს ვეუბნებით, რადგან განფასება არ გვაქვს და არ ვიცით, რა ფასად უნდა გავუკეთოთ. ვინც იანვარში გააკეთა ოპერაციები, იმათაც ყველაფერი წაუშალეს და ახალი ფასები არ დაუდიათ. აგონიაშია სამინისტრო და მთელი მთავრობა. ყველა კლინიკა ერთ მდგომარეობაში ვართ“, - განაცხადა ანზორ მელიამ.
მისივე თქმით, ალბათ ექიმებს მოუწევთ ხალათებით ქუჩაში გამოსვლა და პროტესტის გამოთქმა.
„ახლა გავუგზავნე სამინისტროს მოთხოვნა, გაგვაგებინეთ რა ფასებში ვიმუშაოთ-მეთქი. ვერ ვაკეთებთ ოპერაციებს, ავადმყოფების პატრონები მოდიან, რომლებსაც უდიდესი დახმარება სჭირდებათ. მყავს ექიმი, რომელიც ევროპის საუკეთესო ხუთეულში შედის, მაგრამ ოპერაციას ვერ ვაკეთებინებ იმიტომ, რომ მარტო ბიოლოგიური სარქველი, რომელიც მას სჭირდება, 4 ათასი ლარი ღირს, ორი სარქველი - 8 ათასი, აორტა - 4 ათასი ლარი და 15 ათასად მე ოპერაცია როგორ გავაკეთო? შავ დღეში ვართ. ალბათ მოგვიწევს ხალათებით ქუჩაში გამოსვლა. სამინისტრო რას აკეთებს? რა თითს გვიქნევს ეს მინისტრი? არც ერთი კვალიფიციური ექიმი არ ჰყავს მოადგილედ, წითელი ჯვრიდან ჰყავს თანამშრომლები, ხელფასს იღებენ მარტო. ამ ხელისუფლების ხელში არანაირი სიკეთის იმედი არ მაქვს, არჩევნებამდე უნდა მივიდეთ როგორმე. ჩემს კლინიკას სახელი აქვს, პაციენტები მოდიან და მაინც ვიმუშავებ, მაგათ ჯინაზე არ გავჩერდები“, - უთხრა bm.ge-ის ანზორ მელიამ.
ცნობისთვის: თავად ჯანდაცვის მინისტრისთვის სამედიცინო დაწესებულებების განცხადებები კითხვის ნიშნებს ბადებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი