საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს.
ამის შესახებ მან bm.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„არავითარ შემთხვევაში“ - ასე პასუხობს „ოცნების“ ყოფილი მინისტრი შესაბამის კითხვას.
„მე ვამაყობ ყველა გზით პოლიტიკაში და გაკეთებული საქმით. ვფიქრობ, რომ მთელი გუნდი ნამდვილად ბოლომდე დავიხარჯეთ, მაგრამ ახლა დროა, სხვებმა გააკეთონ პოლიტიკა“, - ამბობს დიმიტრი ქუმსიშვილი.
ცნობისთვის: ყოფილი ვიცე-პრემიერი ამჟამად საქმიანობას ბიზნესში აგრძელებს. არის რამდენიმე კომპანიის მმართველი პარტნიორი. ასევე, არის სადზღვევო კომპანია „გრინ დაზღვევა საქართველო/GREEN INSURANCE GEORGIA-ს” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც 2020 წლის 7 თებერვალს სს „მეტრო ავრასია ინვესტმენტ ჰოლდინგის“ დამფუძნებელ გალიფ ოზთურქთან ერთად შეიძინა.