მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აპირებს თუ არა ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების შენიშვნების გათვალისწინებას?

5dd50de9efa1c
სალომე მეცხვარიშვილი
20.11.19 14:00
3674
კლინიკების პრეტენზიები არგუმენტებს მოკლებულია,- ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იმ კლინიკებს პასუხობს, რომლებიც ჯანდაცვის სისტემის რეფორმის გადავადებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული გათანაბრებული ტარიფები, დაბალია. კლინიკები აღნიშნავენ, რომ ამ ტარიფებით ბაზარზე მუშაობა სამედიცინო მომსახურების ხარისხს გააუარესებს. აღნიშნულ თემაზე მხარეები დღეს ჯანდაცვის კომიტეტში სამსჯელოდ არიან შეკრებილები.

კითხვაზე აპირებს თუ არა ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების მოთხოვნების დაკმაყოფილებას და გადაწყვეტილების შეცვლას, მოადგილე პასუხობს:

“დარწმუნებული ვართ, რომ ტარიფი იძლევა საკმარის საფუძველს ხარისხიანი სერვისის მიწოდებისთვის. კლინიკებთან კონსულტაცია ისახავს მხოლოდ იმ მიზანს, რომ ერთად ვიმსჯელოთ ოპზტიმიზაციის შესაძლებლობებზე, თუნდაც შიდა რესურსის უფრო ეფექტურ გამოყენებაზე. სამინისტროს პოზიციაa, რომ ეს მეთოდოლოგია არის გამართული, სწორი და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი; ასევე მიზანი, რომ მივაღწიოთ უნივერსალურ ხელმისწავდომობას, ვერაფრით ვერ მიიღწევა შიდა ეფექტურობის გაუმჯობესების გარეშე. ეს პოზიცია არის ძალიან მყარი. თუ რჩება სადმე კითხვის ნიშანი და რომელიმე კლინიკას აქვს განცდა, რომ რაღაც არასამართლიანად ან მათი მონაწილეობის გარეშე გადაწყდა, ამაზე მზად ვართ, ვისაუბროთ”,- აცხადებს მინისტრის მოადგილე.

კითხვაზე, ვინ ჩაატარა კვლევა, რომელმაც გათანაბრებული ტარიფები დააწესა კლინიკებისთვის, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ამას სოციალური მომსახურების სააგენტო აკეთებს. რა შეეხება კლინიკების განცხადების, რომ ვალუტის კურსი არ არის გათვალისწინებული ახლად დათვლილ ტარიფებში, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ სადაც საჭიროა ვალუტის კურსის გათვალისწინება, იქ კვლევამ ლარის გაუფასურება, რა თქმა უნდა, გაითვალისწინა.