მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აპლიკაცია “ავტოელემენტის” დატვირთვა შეზღუდვების შემდეგ 1 800%-ით გაიზარდა

5fc89fac9c8a4
ლიკა გურაბანიძე
03.12.20 21:50
1591

კომპანია “ავტოელემენტის” დამფუძნებელმა მურად ბარათშვილმა “საქმიან დილაში” განაცხადა, რომ აპლიკაციის დატვირთულობის ზრდაზე მთავრობის მიერ დაწესებულმა ბოლოდროინდელმა შეზღუდვებმა დადებითი გავლენა იქონია.

“კოვიდ-პანდემიამ ჩვენი აპლიკაციის დატვირთულობის ზრდაზე რეალური გავლენა იქონია, როდესაც საქართველოს მთავრობამ ბოლო შეზღუდვები გამოაცხადა მოხდა ისე, რომ ავტონაწილების მაღაზიები დაიხურა და მათი მფლობელები 27 ნოემბრიდან სახლში წავიდნენ, თუმცა შეზღუდვების პირველ დღეს "ავტოელემენტის" დატვირთვა 1 800%-ით გაიზარდა", - განაცხადა ბარათაშვილმა.

მისივე თქმით, კომპანიას დაარსების დღიდან მიზანი ჰქონდა, რომ “ავტოელემენტი” საერთაშორისო აპლიკაცია გამხდარიყო.

“როდესაც საქართველოს ბაზარზე “ავტოელემენტი” გაიტესტა და აღმოვაჩინეთ, რომ კარგად მუშაობდა, ჩვენ ისეთი რეგიონის ბაზრების ათვისება დავიწყეთ, როგორიც არის: ყაზახეთი, აზერბაიჯანი, უზბეკეთი, უკრაინა და რუსეთი. ამჟამად ყაზახეთში და აზერბაიჯანში “ავტოელემენტის” აპლიკაციას ავტომობილების მფლობელები და ავტონაწილების მაღაზიები უკვე იყენებენ. აპლიკაცია იმ ქვეყნის მოქალაქეზეა მორგებული, რომელი ქვეყნის მომხმარებელსაც მისი გამოყენება სურთ. ერთი აპლიკაცია ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში ერთი და იგივე ლოგიკითა და სისტემით მუშაობს.

“ავტოელემენტის” აპლიკაცია მომხმარებელსა და ავტონაწილების მაღაზიებს ერთმანეთთან შუამავლის გარეშე აკავშირებს. ავტონაწილების მაღაზიებსა და ავტომფლობელებს საშუალებას ვაძლევთ, რომ მათ ფასზე და თანხის ჩარიცხვის მეთოდზე მოილაპარაკონ. ბევრ მაღაზიას ჩვენს სისტემაში მიწოდების სერვისი უკვე აქვს და მომხმარებლები ასევე ადგილზე საჭირო ნაწილს იღებენ.” - განმარტა მურთაზ ბარათაშვილმა.