მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აპლიკაცია TikTok-ს კონკურენტი გამოუჩნდა

5e2eab6f701d4
ნათია თაქთაქიშვილი
27.01.20 22:00
1170
ბოლო წლებში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელს TikTok-ს კონკურენტი გამოუჩნდა, საუბარია Byte-ზე. ამის შესახებ CNN-ი წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, სხვა სოციალური პლატფორმების მსგავსად, Byte-იც მობილურის უფასო აპლიკაციაა, რომელშიც მომხმარებლები ძირითადად მუსიკის თანხლებით რამდენიმეწამიან ვიდეოებს აკეთებენ და ერთმანეთს უზიარებენ. აპლიკაცია განსაკუთრებით პოპულარული ახალგაზრდა თაობაშია.

ამჟამად აპლიკაცია ხელმისაწვდომია 40-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის შეერთებულ შტატებში, კანადაში, ევროპის ნაწილში, რუსეთში, ტაივანში, ჰონგ-კონგსა და იაპონიაში.

როგორც კომპანია აცხადებს, Byte-ი დროთა განმავლობაში გააფართოებს ქვეყნების ჩამონათვალს, განსაკუთრებით კი აქცენტს გააკეთებს მცირე ზომის ქვეყნებზე.