25.მარტი .2020 23:40

App Store-ი კიდევ 20 ქვეყანაში იქნება ხელმისაწვდომი - ჩამონათვალში საქართველოცაა

views 997
უკან

Apple-ის ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, კომპანია App Store-ს აფართოვებს და ის წელს 20 ახალ ქვეყანაში გახდება ხელმისაწვდომი. ამ ქვეყნების ჩამონათვალში საქართველოსაც ვხვდებით. ამის შესახებ 9to5mac.com-ი წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ქართული App Store-ის ამუშავების შემდეგ ქართველი მომხმარებლები შეძლებენ როგორც საქართველოს ბაზარზე მორგებული აპლიკაციების მიღებას, ასევე, ქართული ბანკების ბარათებით გადახდას.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, App Store ხელმისაწვდომია 155 ქვეყანაში. შემდეგი 20 ქვეყანა კი, სადაც ეს სერვისი 2020 წელს გამოჩნდება, ქვემოთ სრულადაა ჩამოთვლილი:

• ავღანეთი
• გაბონი
• კოტ-დ'ივუარი
• საქართველო
• მალდივები
• სერბეთი
• ბოსნია და ჰერცოგოვინა
• კამერუნი
• ერაყი
• კოსოვო
• ლიბია
• მონტენეგრო
• მაროკო
• მოზამბიკი
• მიანმარი
• ნაურუ
• რუანდა
• ტონგა
• ზამბია
• ვანუატუ.