მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple აპირებს Mac-ისთვის საკუთარი "ჩიპები" აწარმოოს

5ef0fd4bc1dd3
თამთა ჯიჯავაძე
22.06.20 22:45
849
Apple აპირებს Mac-ისთვის საკუთარი "ჩიპები" აწარმოოს. ეს ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური ცვლილებაა, რაც Apple-ს თავისი პროდუქციის მიმართულებით განუხორციელებია. ამის შესახებ ინფორმაციას Independent-ი ავრცელებს.

ეს ასევე მეორე შემთხვევაა, როდესაც Apple ცვლის თავისი კომპიუტერების არქიტექტურას. ეს ნაბიჯი ნიშნავს იმას, რომ Mac-ის კომპიუტერები იგივე ტიპის პროცესორებით იმუშავებს, რაც iPhones-ს და iPad-ს აქვს, და არა Intel-ის პროცესორებით.

Intel-ის პროცესორებზე კომპანია 2006 წელს გადავიდა, მას შემდეგ რაც IBM-Motorola-ს პროცესორებზე უარი თქვა. თუმცა, დღეს ცალკეული პროგრამები ვერ მუშაობს კარგად Mac-ის კომპიუტერებზე.