მსოფლიოს უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანია ახალ ამბიციურ პროდუქტზე, ვირტუალური და გაფართოებული რეალობის (VR/AR) სათვალის შექმნაზე მუშაობს, რომელმაც კონკურენცია Meta-ს Oculus-ს უნდა გაუწიოს.
ექსპერტების შეფასებით, Apple-ის VR ჩაფხუტს უმნიშვნელოვანესი გავლენა ექნება სფეროს განვითარებაზე და, შესაძლოა, ის ამ მიმართულებით გლობალურ ლიდერად იქცეს.
საგულისხმოა, რომ VR და AR ტექნოლოგია აუცილებელია არა მხოლოდ სამგანზომილებიანი, სივრცითი ვიდეო თამაშებისა და პროგრამების მოსახმარად, არამედ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი პლატფორმების, კერძოდ, მეტავერსების გამოსაყენებლად.
Facebook-ის გუნდისა და მისი ხელმძღვანელის, მარკ ცუკერბერგის შეფასებით, მეტავერსი სოციალური ქსელების ევოლუციის მომავალია, Apple-ს კი, როგორც მოწინავე ტექნოლოგიურ კომპანიას, ამ მიმართულებით საკუთარი პროდუქტის წარდგენა და ბაზრის წილის დაკავება სურს.
Apple-ის წარსული ექსპერიმენტებიდან (Watch, iPad, EarPods) შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ტექნოლოგიური გიგანტის პროდუქტები მსოფლიოს მასშტაბით უდიდესი წარმატებითა და პოპულარობით სარგებლობს, Apple-ის გუნდს კი აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება, რათა VR/AR-ის ბაზარზე კონკურენტუნარიანი პროდუქტები შექმნას.
„როგორც იცით, მე განსაკუთრებით აღფრთოვანებული ვარ AR ტექნოლოგიით. ვფიქრობ, რომ როგორც სხვა ნებისმიერი ტექნოლოგიის, ასევე AR-ის ცენტრში ადამიანი უნდა იყოს“, - განაცხადა Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა.
Apple-ის ამბიციური გეგმის შესახებ ცნობილი ჯერ კიდევ მაისში გახდა. Bloomberg-ის წყაროების ინფორმაციით, კომპანიის დირექტორთა საბჭოს უკვე წარედგინა AR/VR ჩაფხუტის პროტოტიპი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პროდუქტის შექმნის პროცესი თითქმის დასრულებულია და Apple-ის სიახლეს მსოფლიო სულ მალე იხილავს.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად Apple მსოფლიოს რიგით მეორე ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის პოზიციას იკავებს, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი 2.23 ტრილიონ დოლარს შეადგენს. საფონდო ბირჟების დაღმასვლის ფონზე კი, 6-თვიან ჭრილში Apple-ის აქციების ღირებულება 22%-ითაა შემცირებული, რაც, ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, საინტერესო საინვესტიციო შესაძლებლობას ქმნის.
საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla და ა.შ. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი