Apple ახალ Iphone 12-ს 13 ოქტომბერს წარადგენს. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ Apple-მა დააანონსა. როგორც წესი, გიგანტი კომპანიის ახალი ტელეფონების გაყიდვა პრეზენტაციიდან რამდენიმე დღეში იწყება ხოლმე. ამდენად, iphone 12-ის შეძენა, სავარაუდოდ, 23 ოქტომბრისთვის იქნება შესაძლებელი, თუმცა დაზუსტებით ვერც ამ თარიღს ვენდობით, რადგან წელს კომპანია დადგენილ გრაფიკს რამდენჯერმე ასცდა.
ამჯერად Iphone 12-ის მთავარი მესიჯია - “გამარჯობა, სიჩქარე!” ეს მოდელი შეიძლება, ჩაითვალოს პირველ 5G iphone-ად, რომელსაც უფრო მძლავრი ჩიპები ექნება. ახალ მოდელს, ასევე, ექნება ნარინჯისფერი და ლურჯი კონცენტრული წრეები.
Apple Iphone 12-ის 4 ვერსიის გამოშვებას აპირებს, მათგან ორი - ჩვეულებრივი, ხოლო ორი - ე.წ. “პრო” მოდელი იქნება.
საუბარია იმაზეც, რომ Apple ახალ აუდიო ტექნიკაზეც მუშაობს - მათ შორის AirPods-ის ყურსასმენების ვერსიებზე და განახლებულ HomePod- ზე. გარდა ამისა, იგეგმება პატარა სათვალთვალო ნიშნის შექმნაც, რომელიც შეიძლება, მაგალითად, გასაღებს დაუმაგრდეს.
ბოლო ორი ღონისძიების მსგავსად, Iphone 12-ის წარდგენაც ონლაინ გაიმართება და კვლავ Apple Park-ის კამპუსში გადაღებული ვიდეოს ფორმატი ექნება. პირდაპირი ეთერი საჯაროდ ხელმისაწვდომი იქნება და მისი ნახვა როგორც Apple-ის ვებ-გვერდიდან, ასევე Youtube-ის მეშვეობითაა შესაძლებელი.
საგულისხმოა, რომ Apple-მა Iphone-ის ახალი მოდელის პრეზენტაცია თავდაპირველად ზაფხულისთვის დააანონსა; შემდეგ 15 სექტემბერს გამართა ონლაინ ღონისძიება, სადაც მაყურებელი iphone 12-ის წარდგენას ელოდა, თუმცა მაშინ მოლოდინი არ გამართლდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა