02.სექტემბერი .2020 00:10

Apple და Tesla აქციებს ყოფენ – რას გულისხმობს ეს სტრატეგია?

views 973
უკან

ორმა ყველაზე ძვირად ღირებულმა კომპანიამ - Apple-მა და Tesla-მ ორშაბათს აქციების დაყოფა დაასრულეს. რას ნიშნავს ეს ინვესტორებისთვის?

როდესაც კომპანია აქციებს ყოფს, მისი საერთო ღირებულება არ იცვლება, თითოეული აქცია იყოფა და შესაბამისი ფასიც, რაც მყიდველისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომია.

კომპანიის ყველა აქციის გაერთიანებით კი მისი საერთო ღირებულება ითვლება, რაც Apple-ის შემთხვევაში $2 ტრილიონს აღემატება, ხოლო Tesla-ს შემთხვევაში $400 მილიარდს.

მართლაც იზიდავს თუ არა ინვესტორებს ეს სტრატეგია? ამ კითხვაზე პასუხს დუგლას ბონეპართი სცემს, რომელიც Bone Fide Wealth-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტია:

“ეს სტრატეგია უფრო მცირე ინვესტროებს მიიზიდავს, თუმცა საბოლოო ჯამში კომპანიაში არაფერი იცვლება და არც საბანკო ანგარიშზე ისახება არაფრით.”

Apple-ი თავის აქციებს ოთხად ჰყოფს, ხოლო Tesla ხუთად, მაგრამ, ექსპერტები დაინტერესებულებს ურჩევენ, რომ დაბალმა ფასებმა შეცდომაში არ შეიყვანონ. ეს იმიტომ, რომ თავდაპირველი ფასის მეოთხედად შეძენილი აქციის მეოთხედი არც მოგების გარანტიას იძლევა და არც თავდაპირველი შემოთავაზებისგან განსხვავდება.

CNBC