მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple დაბალფასიანი iPhone-ის და iPad-ის წარსადგენად ემზადება

62002869764a4
თათია კაკიაშვილი
07.02.22 00:05
4256
Apple-ი 8 მარტს ახალ პროდუქციას წარადგენს, ინფორმაციას Bloomberg-ზე დაყრდნობით, CNBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გიგანტი ტექნოლოგიური კომპანია ღონისძიებაზე დაბალფასიანი 5G iPhone-ის და iPad-ის წარსადგენად ემზადება, მომხმარებელს პრეზენტაციაზე ახალი Mac-ის ხილვის შესაძლებლობაც ექნება.

2021 წლის ოქტომბრის შემდეგ, ეს Apple-ის მიერ ახალი MacBook Pro ლეპტოპების პრეზენტაციის მორიგი სერია იქნება, რომელიც ბოლო პერიოდისთვის ტრადიციადქცეულ ონლაინ ტრანსლაციის ფორმატში გაიმართება, რადგანაც 2020 წლის მარტიდან მოყოლებული, Apple-ი ახალი პროდუქტებს ონლაინ პირდაპირი ეთერით წარადგენს.

ამჟამად Apple-ის სერიაში ერთადერთი ბიუჯეტური მოწყობილობა iPhone SE-ა, რომელიც მოძველებული დიზაინის კორპუსისაა, თუმცა მისი საწყისი საფასური ფლაგმანურ მოდელებთან შედარებით ორჯერ დაბალია და 399 დოლარი ღირს. არსებობს მოლოდინი, რომ განახლებულ მოდელს შეიძლება, იგივე დიზაინი ჰქონდეს, თუმცა ის უფრო სწრაფი პროცესორით და 5G მხარდაჭერით იყოს აღჭურვილი.

რაც შეეხება iPad-ს, ის, სავარაუდოდ , iPad Air-ის განახლებული ვერსია იქნება წარმოდგენილი. წინა მოდელი ბოლოს 2020 წლის ოქტომბერში განახლდა და ამჟამად 599 დოლარად იყიდება. ცნობისთვის, iPad-ი Apple-ის ერთადერთი პროდუქტი იყო, რომლის გაყიდვებიც 2021 წლის ბოლო კვარტალში შემცირდა. CNBC-ის ინფორმაციით 329$-იანი iPad-ები ძირითადად სკოლებზე და სასწავლო დაწესებულებებზე იყო გამიზნული.

ამასთან, წინასწარი ინფორმაციით, მარტის ღონისძიება დასრულდება iPhone პროგრამული უზრუნველყოფის უახლესი ვერსიის iOS 15.4-ის ოფიციალური წარდგენით. შეგახსენებთ, რომ IOS 15.4 ამჟამად ტესტირების რეჟიმშია. მოსალოდნელია, რომ ის რამდენიმე ახალ ფუნქციას შეითავსებს, მათ შორის, სახის ამოცნობის რეჟიმს პირბადის ტარებისას და ახალი ემოჯებიც ექნება.