მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple დისტანციური მუშაობის ერას ასრულებს - სექტემბრიდან თანამშრომლები ოფისებში უნდა დაბრუნდნენ

62fb58d4a15f7
გიორგი თოლორდავა
17.08.22 00:00
1056
ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი დისტანციური მუშაობის ერას ასრულებს, კომპანია Apple-ის თანამშრომლები სექტემბრიდან ოფისებს უნდა დაუბრუნდნენ და კვირაში მინიმუმ სამი დღე სწორედ იქ გაატარონ.

ახალი ჰიბრიდული რეჟიმის ფარგლებში, თანამშრომლები ვალდებული იქნებიან, სამშაბათს და ხუთშაბათს ოფისში იმუშაონ, მესამე დღის არჩევა კი მათ ინდივიდუალურად შეეძლებათ.

აღნიშნული გადაწყვეტილება იმაზე მიუთითებს, რომ კომპანიის მენეჯმენტი უკმაყოფილოა დისტანციური მუშაობის შედეგებით. ასევე გასათვალისწინებელია, რომ Apple-ს პირადი შეხვედრებისა და თანამშრომლების წინაშე ინტერაქციული პრეზენტაციების ჩატარების მრავალწლიანი კორპორაციული ტრადიცია აქვს, რომელიც კომპანიის წარმატების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია, მის შენარჩუნებას კი მენეჯმენტი პრიორიტეტულად მიიჩნევს.

საგულისხმოა, რომ თანამშრომელთა ნაწილი ოფისებში დაბრუნებას აპროტესტებს, რადგან მათთვის ხელსაყრელია ე.წ. „ციფრული ნომადობა“, რაც იმას გულისხმობს, რომ ისინი სასურველ ადგილას ცხოვრობენ და ონლაინ-რეჟიმში მუშაობენ, რისი საშუალებაც მათ სექტემბრიდან აღარ ექნებათ.