მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple-ი 2021 წლის პირველ ნახევარში 96 მლნ iPhone-ის წარმოებას აპირებს

5fd909fe04c91
თამთა ჯიჯავაძე
16.12.20 00:20
807
Apple-ი 2021 წლის პირველ ნახევარში 96 მლნ iPhone-ის წარმოებას აპირებს, რაც ამ წელთან შედარებით 30%-ით მეტი იქნება. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

როგორც გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, კომპანიამ უკვე მიმართა თხოვნით მწარმოებლებს რომ დაახლობით 95-96 მლნ სმარტფონი დაამზადონ, მათ შორისაა ბოლო iPhone 12-იც და წინა მოდელი iPhone 11-იც. სმარტფონების ცალკეული ნაწილების დეფიციტმა შესაძლოა, კომპანიის გეგმები შეცვალოს. თუმცა, ჯერ ყველაფერი წინაა.

საერთო ჯამში iPhone-ის მწარმოებლის პროგნოზი ასეთია: მათ 2021 წლის განმავლობაში 230 მლნ სმრატფონი უნდა გამოუშვან.

თავად Apple-ი აღნიშნულ ინფორმაციას ოფიციალურად ჯერ არ ასაჯაროვებს.