მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple-ი ახალ პროდუქტზე მუშაობს - კომპანია უკონტაქტო გადახდის სერვისს ნერგავს

6203afdc0509b
თათია კაკიაშვილი
10.02.22 00:30
948
გიგანტი ტექნოლოგიური კომპანია Apple წლის ბოლოს მომხმარებლებს უკონტაქტო გადახდის საშუალების წარდგენას ჰპირდება, რომელიც ბიზნესებს საშუალებას მისცემს, iPhone-ების გამოყენებით უკონტაქტო გადახდები აწარმოონ დამატებითი მოწყობილობების გარეშე. ამ მეთოდით Apple ისეთ სერვისებს გაუწევს კონკურენციას, როგორიცაა Square. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ახალ ფუნქციას Tap To Pay ერქმევა, რომლითაც გადახდა საწყის ეტაპზე აშშ-ის ყველა სავაჭრო ობიექტში იქნება შესაძლებელი, ამისთვის კი საჭირო იქნება მომხმარებლის iPhone-თან ან Apple Watch-თან ახლო კავშირის დამყარება. Tap To Pay ასევე იმუშავებს უკონტაქტო საკრედიტო და სადებეტო ბარათებთან.

ახალი ფუნქციით ის მომხმარებლები შეძლებენ სარგებლობას, რომლებსაც iPhone XS და მომდევნო მოდელები აქვთ და IOS-ს მუდმივ რეჟიმში განაახლებენ.

რაც შეეხება მომხმარებლის უსაფრთხოებას, Apple-ის ცნობით, გადახდის მონაცემები დაცული იქნება იმავე ტექნოლოგიით, რომელიც Apple Pay-ზე გამოიყენება, ამასთან - ყველა ტრანზაქცია ავტორიზებული იქნება და მომხმარებლის თანხმობის გარეშე არცერთი ფინანსური ტრანზაქცია არ შესრულდება.