მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple-ი დასაკეცი iPhone-ის წარმოებას განიხილავს

60057501bafef
ნათია თაქთაქიშვილი
18.01.21 22:22
1099
კომპანია Apple-ი დასაკეცი iPhone-ის წარმოებას განიხილავს, თუმცა წამროების დაწყების ზუსტი თარიღი არ სახელდება. სავარაუდოდ Apple-ის დასაკეცეკრანიანი iPhone-ი კონკურენციას გაუწევს Samsung-ის Galaxy Z Fold და Galaxy Z Flip მოდლებს. ამის შესახებ ინფრომაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ Apple-მა დასაკეცი მოდელი უკვე შექმნა და ამჟამად შექმნილი მოდელის პროტოტიპის შიდატესტირება მიმდინარეობს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს, რომ წარმოების გეგმა დამტკიცებულია.

წინასწარი მონაცემებით, ამერიკული კომპანია გეგმავს გამოუშვას გაჯეტი დიდი ეკრანით, რომელიც გახსნილ მდგომარეობაში 6,7 დიუმი იქნება, დაახლოებით იმ ზომის, რაც iPhone 12 Pro Max-ს აქვს.

Bloomberg მიიჩნევს, რომ ეს კომპანიის მიერ გადადგმული რადიკალური ნაბიჯი იქნება, თუმცა არაა გამორიცხული, რომ მსგავსი ტელეფონები ბაზარზე რამდენიმე წელიწადში გამოჩნდეს. ამ დროისთვის კომპანია ფლაგმანი ბრენდების iPhone-ს და iPad-ის ახალი თაობის პროდუქტების გამოშვებაზე მუშაობს, რომლებიც ბაზარზე 2021 წელს გამოვა.