მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple-ი ძველი iPhone-ის განგებ შენელებისთვის $500 მლნ-ს გადაიხდის

5e5ebbd5b9d76
ნათია თაქთაქიშვილი
04.03.20 00:11
5086
Apple-ი iPhone-ის გარკვეული მოდელების განგებ შენელებისთვის ნახევარ მილიარდ აშშ დოლარამდე გადაიხდის. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც CNN წერს, კომპანიამ პასუხისმგებლობა აიღო, რომლის მიხედვითაც, თითოეულ მომხმარებელს, რომელიც სმარტფონის 6, 6 Plus, 6S, 6S Plus, 7, 7 Plus ან SE მოდელებს ფლობს, 25 აშშ დოლარს მისცემს.

თანხა შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს იმის მიხედვით, თუ რამდენ საჩივარს მიიღებს კომპანია და რა სახის ზიანი მიიღეს მომხმარებლებმა სმარტფონების მუშაობის განგებ შენელებით.

კომპანიამ 2017 წლის დეკემბერში პირველად აღიარა, რომ სმარტფონების ოპერაციულ სისტემას განახლებისას განგებ ანელებდნენ, რათა ახალი მოდელების ყიდვა წაეხალისებინათ.

აღიარების შემდეგ კომპანიამ მომხმარებლებს ტელეფონის ელემენტის შეცვლა და 79 აშშ დოლარის ოდენობით კომპენსაცია შესთავაზა, რაც 2018 წლის იანვრისთვის 29 აშშ დოლარამდე შემცირდა.