მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple-ი Google-ის საძიებო სისტემის ალტერნატივას შექმნის

5f99894480582
ნათია თაქთაქიშვილი
29.10.20 00:10
860
კომპანია Apple-ი საკუთარი საძიებო სისტემის შექმნას გეგმავს, რომელიც iPhone-ებსა და iPad-ებზე Google-ის საძიებო სისტემას ჩაანაცვლებს. ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ცოტა ხნის წინ გამოშვებულ iOS 14-ს რამდენიმე პოპულარული საძიებო დავალების შესრულება Google-ის გამოყენების გარეშე უკვე შეუძლია.

Financial Times-ი ასევე წერს, რომ Apple-ი რეგულარულად აქვეყნებს ვაკანსიებს, რომლის მიხედვითაც კომპანია ეძებს სპეციალისტებს, რომლებიც „ინოვაციური საძიებო ტექნოლოგიის შექმნით“ უნდა დაკავდნენ.

ამ ეტაპზე Apple-ი Google-ისგან წელიწადში 8-12 მილიარდ დოლარს იღებს იმისთვის, რომ iPhone-ებსა და iPad-ებზე სწორედ ამ კომპანიის საძიებო სისტემა გამოიყენება. ეს თანხა Apple-ის წლიური შემოსავლის 15-20%-ს უტოლდება.