მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple-ი iPhone-ების მიწოდების დეფიციტზე აცხადებს

5e4ba50fe10bf
ნათია თაქთაქიშვილი
18.02.20 20:00
935
კომპანია Apple-მა ინვესტორებს განუცხადა, რომ კორონავირუსის აფეთქება მათ ბიზნესს უფრო დააზარალებს, ვიდრე ეს თავდაპირველად იყო ნავარაუდევი. ამის შესახებ CNN-ი წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, Apple-ი ფიქრობს, რომ შედარებით ნელი ტემპით შეძლებს დაუბრუნდეს ადრინდელ პოზიციებს.

როგორც ცნობილია, Apple-ის საწარმოების უმეტესობა განთავსებულია ჩინეთში, რომლებიც კორონავირუსის გამო მნიშვენლოვნად დაზარალდა.

კომპანია უკვე iPhone-ების მიწოდების დეფიციტზე აცხადებს და აღნიშნავს, რომ დეფიციტს მის შემოსავლებზე ნეგატიური გავლენა ექნება.

მართალია კომპანიამ ჩინეთში ნელნელა განაახალა მაღზიების გახსნა, მაგრამ როგორც Apple-ი აცხადებს, გახსნილი მაღაზიების რაოდენობა ჯერჯერობით ცოტაა და თან მყიდველის სიმცირეზეც აღნიშნავს.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის სამი თვე კომპანიამ წარმატებით დახურა. IPhone-ის გაყიდვები 8%-ით გაიზარდა და 56 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.