მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple-ი პირველი ამერიკული კომპანია გახდა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციამაც $2 ტრილიონს გადააჭარბა

5f3d7e68a960f
BM.GE
19.08.20 23:30
3147
Apple-ი პირველი ამერიკული კომპანია გახდა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციამაც $2 ტრილიონს გადააჭარბა.

Apple-ის მიერ $2 ტრილიონიანი ნიშნულის გადაბიჯება საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციების 3%-იანმა ზრდამ განაპირობა, რის შედაგადაც რამდენიმე საათის განმავლობაში Apple-ის ერთი აქციის ღირებულება $467.77-ზე მაღლა იყო, რის შედეგადაც კომპანიის ყველა აქციის ჯამურმა ღირებუებამ, ანუ საბაზრო კაპიტალიზაციამ $2 ტრილიონს გადააჭარბა. 

დაახლოებით 4 საათის წინ Apple-ის ერთი აქციის ღირებულება მცირედით შემცირდა, რის გამოც ის $2 ტრილიონიან ნიშნულს ჩამოსცდა. ამჟამად კომპანიის ერთი აქცია $465 დოლარი ღირს.

2018 წელს Apple-ი პირველი კომპანია იყო, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციამაც $1 ტრილიონს გადააჭარბა, შესაბამისად, გასული ორი წლის განმავლობაში კომპანიამ საკუთარი აქციების და ჯამური ღირებულების გაორმაგება შეძლო.