მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple-ი თანამშრომლებს კორონავირუსის დასადგენ ტესტებს სახლში გაუგზავნის

5f0d6f766b8f7
ნათია თაქთაქიშვილი
14.07.20 23:40
1046
Apple-ი დისტანციურად მომუშავე თანამშრომლებს კორონავირუსის დასადგენ ტესტებს სახლში გაუგზავნის. ამის შესხებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, Apple-ი ოფისების გახსნის საკითხს სიფრთხილით ეკიდება და ამ ეტაპზე კომპანიის თანამშრომელთა ნაწილი დისტანციურად მუშაობს. Apple-მა აშშ-ში მარტის დასაწყისში100 მაღაზიაზე მეტი გახსნა, მაგრამ გასულ თვეს მათი უმეტესობის ისევ დახურვა მოუწია.

CNN-ი წერს, რომ ამ ეტაპზე Apple-ის 271 მაღაზიიდან მხოლოდ 91 ოპერირებს, სადაც მკაცრად იცავენ სოციალური დისტანცირების ნორმებს და ყველა მომხმარებელს, რომელიც მაღაზიაში შედის, ტემპერატურას უზომავენ.

CNN-ის მიხედვით, Apple-ი არ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც თანამშრომლების კორონავირუსზე ტესტირებას უზრუნველყოფს, ანალოგიურად ამოწმებენ თანამშრომლებს Amazon-შიც.