მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple-ი წამყვანი ინჟინრებისთვის $180 000-მდე ბონუსის გადახდას გეგმავს - მედია

61cc9bea42552
თამთა ჯიჯავაძე
30.12.21 00:30
665
Apple-ი კომპანიის წამყვანი ინჟინრებისთვის სოლიდური ბონუსების გადახდას გეგმავს. როგორც Business Insider-ი წერს, კომპანია ამით ცდილობს ტალანტები შეინარჩუნოს, რათა ისინი სხვა ისეთ ტექნოლოგიურ გიგანტ კომპანიებში არ გადავიდნენ სამუშაოდ, როგორიცაა მაგალითად Meta.

როგორც Bloomberg-ს წყარომ განუცხადა, ბონუსები შესაძლოა დაიწყოს $80,000-დან. ცალკეულ ინჟინრებს კი შეიძლება $180 000-მდე ბონუსიც გადაუხადონ.

ცნობისთვის, ბოლო თვეების განმავლობაში Facebook-ის მფლობელმა კომპანია Meta-მ Apple-ის დაახლოებით 100 ინჟინერი დაიქირავა. ორ ტექნოლოგიურ გიგანტს შორის კონკურენცია ამ მხრივ დიდია.