მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი ტიმ კუკი მილიარდერი გახდა

5f325af83a425
ნათია თაქთაქიშვილი
11.08.20 13:00
1459
Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, Apple-ის აღმასრულებელი დირექტორის ტიმ კუკის ქონებამ 1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, მას შემდეგ რაც Apple-ის საბაზრო ღირებულებამ 2 ტრილიონიბაშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ dailymail-ი წერს.

გამოცემის მიხედვით, Apple-ის ამჟამინდელი ღირებულება რეკორდულად მაღალია კომპანიის არსებობის ისტორიაში, ხოლო აქციების ფასი თითქმის 5%-ით გაიზარდა გასულ კვირას. შედარებისთვის, კომპანია Apple-ის საბაზრო კაპტიალიზაცია 350 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, როდესაც სტივ ჯობსი გარდაიცვალა.

გამოცემის მიხედვით, ტიმ კუკი აგვისტოს ბოლომდე დამატებით კიდევ 560,000 ბონუს აქციას მიიღებს. ტიმ კუკის განცხადებით, მას სურს თავისი ქონების უმეტესი ნაწილი ქველოქმედებაზე დახარჯოს.

Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, ყველაზე მდიდარი ადამიანის სტატუსს Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯეფ ბეზოსი ინარჩუნებს, რომლის ქონებაც 186 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

ბეზოსის შემდეგ ყველაზე მდიდარი ადამიანების ჩამონათვალში მეორე ადგილს ბილ გეითსი იკავებს, რომლის ქონებაც 121 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული, ხოლო მას მოჰყვება მარკ ცუკერბერგი, რომლის ქონებაც გასულ კვირას 100 მილიარდ აშშ დოალრს გადასცდა და ცენტიმილიარდერთა კლუბს შეუერთდა.