მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple-ის აქციებზე ფასმა ოქტომბრის შემდეგ პირველად მოიმატა

603e257a75746
ნათია თაქთაქიშვილი
02.03.21 21:04
689
Apple-ის აქციებზე ფასმა გასული წლის 12 ოქტომბრის შემდეგ პირველად მოიმატა. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

NASDAQ-ის მიხედვით, Apple-ის აქციებზე ფასი 5.39%-ით გაიზარდა და თითო აქციის ღირებულებამ 127.79 აშშ დოლარი შეადგინა.

გამოცემა წერს, რომ Apple-ის აქციების ზრდა გასულ კვირას უორენ ბაფეტის მიერ გაკეთებულ კომენტარს მოჰყვა, სადაც Berkshire Hathaway-ის დამფუძნებელი აცხადებდა, რომ კომპანია Apple-ის აქციების 5.4 პროცენტს ფლობდა.

აღსანიშნავია, რომ უორენ ბაფეტმა და Berkshire Hathaway-იმ Apple-ის აქციების შეძენა 2016 წლიდან დაიწყეს.

შეგახსენებთ,  გუშინ Apple-მა აშშ-ის მასშტაბით 270-მდე მაღაზიის ხელახალი გახსნის შესახებ განაცხადა.