22.აგვისტო .2019 23:00

Apple-ის ახალი სერვისი – "Apple TV +" ნოემბრიდან ამოქმედდება

views 293
უკან

Apple-ი Netflix-ს კონკურენციას უწევს. ამერიკული ტელეფონების მწარმოებელი კომპანია ახალ სერვისს ამატებს. "Financial Times"-ის ინფორმაციით, "Apple TV+"–ის განვითარებაში 6 მილიარდი დოლარი ჩაიდო.

ამერიკული ბიზნეს პორტალ Bloomberg-ის ცნობით, ახალი მომსახურება ნოემბრიდან ამოქმედდება. მომხმარებლებს ფილმების, სატელევიზიო შოუებისა და სხვადასხვა გასართობი გადაცემების ნახვა ახლა უკვე "ეფლის" ახალი სერვისით შეეძლებათ.

სერვისით სარგებლობა ფასიანი იქნება, თუმცა ახალ მომსახურებაზე Apple-ში ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ. Bloomberg-ი იუწყება, რომ "Apple TV+"-ით სარგებლობა თვეში 10 დოლარი ეღირება. ამერიკული კონცერნი 2020 წლისთვის გაყიდვების 50 მილიარდ დოლარამდე გაზრდას გეგმავს.

ამ უახლესი სერვისით "ეფლი" ახალი გამოწვევების წინაშე დგება, Streaming-ის გიგანტები Netflix და Amazon ბაზარზე ამ მიმართულებით დომინანტები არიან.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა