მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple-ის ახალი ყურსასმენები $260 ეღირება

5dad86c88be6e
მიხეილ ხაჩიძე
21.10.19 17:20
1431
Apple-მა შესაძლოა, ოქტომბრის ბოლომდე ბაზარზე გასაყიდად ახალი ყურსასმენები გამოიტანოს. დასავლური ბიზნეს-გამოცემების ცნობით, განახლებული დიზაინითა და გაუმჯობესებული ხარისხით, უკაბელო ყურსასმენი 260 ამერიკული დოლარი ეღირება.


როგორც უკვე ცნობილია, მოწყობილობას Airpods Pro ერქმევა. ამერიკულ კომპანიაში ახალი ყურსასმენების გამოსვლის თარიღთან დაკავშირებით ოფიცილაური განცხადების გაკეთებისგან ჯერ-ჯერობით თავს იკავებენ.
 

აღსანიშნავია, რომ Apple თითქმის ყოველი წლის ოქტომბერში გარკვეულ პროდუქციას უშვებს. გასული წლის 30 ოქტომებრს ამერიკულმა კონცერნმა iPad Pro წარადგინა.