პლანეტის უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანია Apple-ი კვარტალურ შედეგებს ასაჯაროებს - ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ გასული წლის IV კვარტალში კომპანიამ 117 მილიარდი დოლარის შემოსავლები მიიღო, რაც 5.5%-ით ნაკლებია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე და $4 მილიარდით ჩამოუვარდება ანალიტიკოსების პროგნოზს.
პროდუქტებისა და სერვისების მიხედვით Apple-ის შემოსავლები ასე ნაწილდება:
iPhone - $65.8 მლრდ (-8.2% წ/წ)
iPad - $9.4 მლრდ (-29.7% წ/წ)
სერვისები - $20.8 მლრდ (+6.4% წ/წ)
სხვა პროდუქტები - $13.5 მლრდ (-8.3% წ/წ)
აღსანიშნავია, რომ კვარტალური შემოსავლების შემცირება 2019 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა. კომპანიის წარმომადგენლობის განმარტებით, არასახარბიელო შედეგები არა Apple-ის პროდუქტებზე მოთხოვნის შემცირებით, არამედ ჩინეთის მასშტაბით ლოკდაუნების დაწესებითაა განპირობებული, რამაც iPhone-ის მწარმოებელი Foxconn-ის ქარხანა რამდენიმე კვირით შეაფერხა, ამის გამო კი ბაზარზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება ვერ მოხერხდა.
კომპანიის ხელმძღვანელის, ტიმ კუკის განცხადებით, მიწოდების ჯაჭვის პრობლემა მხოლოდ დროებითია, რომლის გამოსწორების მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები აქტიურად იდგმება, მათ შორის, კომპანია საწარმოო პროცესის დივერსიფიცირებას და ქარხნების ნაწილის ინდოეთში გადატანას ცდილობს.
არასახარბიელო შედეგები, ბუნებრივია, კომპანიის აქციების ღირებულებაზე ნეგატიურად აისახა, გასულ 24 საათში Apple-ის კაპიტალიზაცია 3.2%-ით შემცირდა. მიუხედავად ამისა, Apple-ი მაინც მყარად ინარჩუნებს მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის სტატუსს, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი ამჟამად 2.39 ტრილიონ დოლარს შეადგენს.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო