მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple-ის თანადამფუძნებელი კალიფორნიაში მდებარე რანჩოს $37.5 მილიონად ყიდის

5ec641e6df0d4
ნათია თაქთაქიშვილი
22.05.20 00:10
1156
მსოფლიოში ცნობილი კომპანია Apple-ის თანადამფუძნებელი მაიკ მარკულა კალიფორნიაში მდებარე საკუთარ რანჩოს 37.5 მილიონ აშშ დოლარად ყიდის. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Forbes-ი ავრცელებს.

უძრავი ქონება, რომელიც Rana Creek Ranch-ოს სახელწოდებით არის ცნობილი, 5,000 კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობზეა განთავსებული და აქვს საკუთარი ტბა, ცხენების საჯირითო სივრცე და კერძო თვითმფრინავის განკუთვნილი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი.

აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულია ძირითადი რანჩო, რომლის ფართობი 500 კვადრატულ მეტრს შეადგენს და ასევე დამატებითი შენობები, რომლებიც განკუთვნილია საქმიანი შეხვედრებისთვის და დამხმარე პერსონალისთვის.

მთავარ რანჩოში განთავსებულია, დიდი მისაღები, ერთი „მასთერ ბედრუმი“ საკუთარი აბაზანით, 2 საძინებელი სტუმრებისთვის, ასევე საკუთარი სააბაზონო კუთხეებით, სამზარეულო და ბარისთვის განკუთვნილი ოთახი.

უძრავი ქონების ანალიტიკოსი ბილ მაკდავიდის განცხადებით, აღნიშნული რანჩოს უპირატესობა ის არის, რომ ახალი მეპატრონის მფლობელობაში გადადის 5,000 კვადრატულ მეტრზე მეტი სიდიდის მიწა, რომელიც მას ახალი იდეების განხორციელების საშუალებას მისცემს.

აღსანიშნავია, რომ მაიკ მარკულამ კალიფორნიაში მდებარე რანჩო 35 წლის წინ 9 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა.